საქართველო ვინაა საქართველოში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი?„აი-არ-აიმ“ პერსონალური რეიტინგები გამოაქვეყნა 2015, 2 აპრილი, 13:56 საერთაშორისო პოლიტიკურმა ინსტიტუტმა „აი-არ-აიმ“ პოლიტიკოსთა პერსონალური რეიტინგი გამოაქვეყნა.
სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2015 წლის თებერვალში.
შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა საქართველოს 1500 მოქალაქე 18 წლის ზემოთ.
1–დავით სერგეენკო-ჯანდაცვის მინისტრი 62% 2-გიორგი მარგველაშვილი-საქართველოს პრეზიდენტი -62% 3-ირაკლი ალასანია-„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი - 57 % 4-დავით უსაფაშვილი- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე -57% 5-ირაკლი ღარიბაშვილი-საქართველოს პრემიერ-მინისტრი რეიტინგის შემდგომ პოზიციებს იკავებენ:იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი - 51%; ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე - 48%; საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი ნაციონალური მოძრაობიდან დავით ბაქრაძე - 47 %; თბილისის მერი დავით ნარმანია - 40 %; პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური - 37%. საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კვლევის ოფიციალურ მონაცემებს პერსონალური რეიტინგები დღეს დაუმატა, რომელიც სხვა კითხვართან ერთად, თავდაპირველად არ გასაჯაროებულა. 161 5-ს მოსწონს
|