x
image
K.P.
ეკა ყურშიტაშვილი: "ღმერთს ვთხოვ და რომც არ ვთხოვო ისედაც გადაგიხდით სამაგიეროს"

image
ეკა ყურშიტაშვილს საქართველოში უკვე წარსდგენა აღარ სჭირდება, დღეს ერთ-ერთი პოპულაული ქალბატონია და ქართულ შოუბიზნესშიც იმკვიდრებს თავს. მის ყოველ გამოჩენას საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვება, ზოგს მოსწონს, ზოგსაც აღიზიანებს, არიან ისეთებიც ვისაც მისი შურთ და ისეთებიც ვისაც სულ არ ინტერესებთ.
ეკამ გადაწყვიტა "ფეისბუქის" პირადი გვერდის გაუქმება: "ვაუქმებ ჩემს გვერდს... აღარ იცის ამ ხალხმა რა მოიგონოს და დაწეროს ჩემზე... უკვე ყველაფერი დაწერეთ, რაც თავში აზრად მოგივიდათ... გვიგე ბევრი რამ, ვინ შურიანია, ვინ იდიოტი, ვინ გველი, ვინ ბოროტი, ვინ კეთილი, ვინ ყურადღებიანი, ვინ კეთილშობილი და ზოგადად გაგიცანით ყველა თქვენი სმს-ებიდან, თქვენი პოსტებიდან და კომენტარებიდან. მინდა ყველას მადლობა გითხრათ მეგობრობისთვის, თანაგრძნობისთვის, ყურადღებისთვის და გულთბილი სიტყვებისთვის. და მათაც მინდა მადლობა ვუთხრა ვინც გამლანძღა, გამაბრაზა, მომაყენა შეურაცხყოფა მე და ჩემს ოჯახს და ღმერთს ვთხოვ და რომც არ ვთხოვო ისედაც გადაგიხდით სამაგიეროს. კარგადაც და ცუდათაც... მგონი თქვენც უკეთ გამიცანით ჩემი პოსტებით, კომენტარებით, იუმორით და ლანძღვა-გინებით თავისთავად... ეკუნას უყვარს ყველა ვისაც ეკუნა გიყვართ ისეთი როგორიც არის, არა ბოროტი, არა შურიანი, არა ჭორიკანა, არა ქვეწარმავალი როგორც ზოგიერთები. და დანარჩენი თქვენ გამოიტანეთ განაჩენი ყველამ... ხო რაც შეეხება ჩემს უახლოეს მეგობრებს მობილური ჩართული მაქვს და შეგიძლიათ შემეხმიანოთ იქ... მიყვარხართ და თუ როდესმე კიდევ მოვედი ხასიათზე მე უეჭველი დაგიბრუნდებით, ზოგს გაგახარებთ, ზოგს გაგამხიარულებთ, ზოგს განუგეშებთ, ზოგს ჩაგიხუტებთ, ვინც გამაბრაზებს გავლანძღავთ და ასე გაგრძელდება ცხოვრება. მიყვარხართ გულით და სულით, ეს არ არის ფუჭი სიტყვები. წარმატებები ყველას და მინდა ყველა ბედნიერი იყოთ, მეტი პოზიტივი ერო, გეიღიმეთ, გიყვარდეთ ერთმანეთი, მიუტევეთ ერთმანეთს, მოეფერეთ ერთმანეთს ისედაც ხვალ არ ვიცით ცოცხლები ვიქნებით თუ რა...სულ თელავია, სულ გულავია. თქვენი ეკუნა."

imageimage



0
392
1-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
392
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0