x
image
worldsport.ge
ლევან ყიფიანი პოსტზე რჩება

imageსპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ ის ესაუბრა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ჩვეულ რიტმში განაგრძობს მუშაობას.
ლევან ყიფიანი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი): “ვესაუბრე პრემიერს და ვაგრძელებ მუშაობას ჩვეულ რიტმში. არასდროს არ მივცემ უფლებას, ვინც არ უნდა იყოს ეს, პარლამენტარი, ოლიმპიური ჩემპიონი ან ვინმე სხვა, ხელი აფათუროს ფედერაციების საქმიანობაში. მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც არ დაუშვებს ვიღაცეებმა ფედერაციებში ხელი აფათურონ. ჩვენ საზოგადოებას პირობა მივეცით, რომ ფედერაციების საქმიანობაში არავინ ჩაერეოდა”.
რამდენიმე დღის წინ, სპორტის საპარლამენტო კომიტეტმა, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ კომიტეტის დასკვა წარუდგინა. დოკუმენტში სპორტში არსებულ პრობლემებზე იყო საუბარი. დასკვნის შემდგენი პარლამენტარები პირდაპირ ლევან ყიფიანის გადადგომას არ ითხოვენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მინისტრის გადაყენება არგადაყენების პრეროგატივა პრემიერმინისტრს ეკუთვნის.



ლაშა ქოიავა

www.worldsport.ge

0
30
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0