საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის თორნიკე ოქრიაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” ეროვნული გუნდის პრესატაშე ოთარ გიორგაძემ აცნობა.
ევრო-2016-ის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში გერმანიასთან მატჩის (0:2) პირველი ტაიმის შემდეგ ოქრიაშვილი შეცვალეს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ შეხვედრის მერე გამართული პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ნახევარმცველის ტრავმის სიმძიმე ორშაბათს გაირკვეოდა. საბედნიეროდ, ოქრიაშვილი სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა.
სამაგიეროდ, ალექსანდრე ამისულაშვილი დაშავდა მძიმედ. მას პირველი ტაიმის მეორე წუთზე ბურთის მოგერიებისას კუნთი გაუწყდა.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge