გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა ტონი კროოსმა ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში თბილისში საქართველოს ნაკრებთან გამარჯვების (2:0) შემდეგ განაცხადა, რომ მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონებმა ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს.
“ნამდვილად არ გაგვჭირვებია და მატჩის მსვლელობას ვაკონტროლებდით. უბრალოდ, შეტევაში ყოველთვის სწორად არ ვმოქმედებდით, ძალიან ვჩქარობდით და ბევრი კარგი მომენტი ვერ გამოვიყენეთ” – იუწყება კროოსის სიტყვებს გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებგვერდი.
ლაშა კუპრაშვილის ფოტო
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge