არქიტექტურა ჩემი ოცნების სახლი 2015, 29 მარტი, 15:44 თქვენ გგონიათ, ოცნების სახლი ციხესიმაგრეს უნდა ჰგავდეს, რათა მასში თავი მყუდროდ და კომფორტულად იგრძნოთ? - სულაც არა. ხელოვნების ნიმუში, რომლის ფოტოებსაც ამ პოსტში შემოგთავაზებთ, გვიჩვენებს, რომ 30 კვადრატულ მეტრ ფართობზეც თავისუფლად შეიძლება კომფორტულად და მშვიდად ცხოვრება. ერთი შეხედვით დაუჯერებელია, მაგრამ მასში ყველა პირობაა შექმნილი ბედნიერი ცხოვრებისათვის. ამ პატარა, კოპწია სახლში ისე იგრძნობთ თავს, როგორც ზღაპარში.
დავამატებდი მხოლოდ ერთს, რომ ეს საოცარი სახლი დიდ ბრიტანეთში მდებარეობს. ![]() მისი საცხოვრებელი ფართობი სულ რაღაც 30 კვადრატული მეტრია. ![]() აქ საქმე მხოლოდ სახლში არაა: თავად ადგილი, სადაც ის დგას, სამოთხეს მოგვაგონებს. ![]() ღია აივანზე შესაძლებელია ისაუზმოთ და მიიღოთ მზის აბაზანები, ![]() ან დატკბეთ ჩამავალი მზის ყურებით. ![]() ფანჯრიდან გასაოცრად ლამაზი ხედი იშლება. ![]() ძალიან ორიგინალურადაა მოფიქრებული ინტერიერის დიზაინი. ![]() აქ არის უზარმაზარი ფანჯრები, საიდანაც ულამაზესი პეიზაჟები მოჩანს. ![]() დიდი ფანჯრები სივრცის მხედველობით გაფართოებას იწვევენ და გვეჩვენება, რომ სახლი გაცილებით დიდია. ![]() პატარა, მაგრამ საოცრად კოხტა სამზარეულოში შეგიძლიათ გემრიელი სადილი მოამზადოთ. ![]() საძინებელი ფანტასტიურად გამოიყურება და გემის კაიუტას მოგვაგონებს. ![]() პატარა, მაგრამ კომფორტული სააბაზანოც აქვეა. ![]() ოცნების სახლი სულაც არაა აუცილებელი დიდი ფული ღირდეს. ამ სახლის პატრონმა შეძლო მინიმალური დანახარჯებით საოცრად პატარა ფართობში არაჩვეულებრად კომფორტული და რომანტიკული საცხოვრებელი მოეთავსებინა...აბა რომელ თქვენგანს არ მოუნდებოდა ამ ზღაპრულ სილამაზეში, სიმყუდროვესა და ზღვის ტალღების შრიალში ცხოვრება? ![]() 228 12-ს მოსწონს
|