საზოგადოება ლიუდმილა პუტინას სენსაციური ინტერვიუ-"ჩემი ქმარი დიდი ხანია ცოცხალი აღარ არის!" 2015, 27 მარტი, 17:20 გერმანულმა გამოცემამ Die Welt-მა გამოაქვეყნა სენსაციური ინტერვიუ ვლადიმერ პუტინის ექს-მეუღლესთან, ლიუდმილა პუტინასთან. ქალბატონ ლიუდმილას თქმით, მისი ყოფილი მეუღლე, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, დიდი ხანია უკვე რაც ცოცხალი აღარ არის. ლიუდმილა პუტინას სიტყვებით, იგი უბრალოდ იძულებულია აღიაროს ეს ყოველივე იმის გამო, რომ აღარ შეუძლია იმის ყურება, რასაც ვლადიმერის სახელით სჩადიან. როგორც ქალმა აღნიშნა, ეს ჩაიდინეს საშინელმა ხალხმა, რომლებიც არაფრის წინაშე არ დაიხვენ უკან და არ გაჩერდებიან: "ჩემი ქმარი, სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია რაც ცოცხალი აღარ არის. მე იძულებული ვარ ეს ვაღიარო სახალხოდ, იმიტომ რომ აღარ შემიძლია უკვე იმის ატანა, რაც მისი სახელით კეთდება. ისინი საშინელი ხალხი არიან, ისინი არაფრის წინაშე უკან არ დაიხევენ. მე ვშისობ, რომ ახლა ისინი მომკლავენ მეც და ჩემს ქალიშვილებსაც ისევე, როგორც მოკლეს იგი"-აი ასეთ ინტერვიუს ავრცელებს გერმანული გამოცემა, რომელიც რუსულმა მედიამაც აიტაცა. როგორც ლიუდმილა აცხადებს, პუტინი ჯერ კიდევ მანამდე მოკლეს, ვიდრე ისინი დაშორდებოდნენ. განქორწინება კი მისთვის ხსნა იყო, ვინაიდან აღარ მოუწევდა ეთამაშა მისთვის სრულიად უცხო კაცის ცოლობა. ასევე ინტერვიუს დროს, ლიუდმილა პუტინამ ვლადიმერთან ცხოვრების ეპიზოდებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასთან ცხოვრება ლიუდმილასთვის ნამდვილი წამება იყო: "როდესაც მე ვთხოვდებოდი, მე შემიყვარდა დაზვერვის ოფიცერი. მაგრამ რეალობა სულ სხვაგვარი აღმოჩნდა. პუტინი აღმოჩნდა სასტიკი ადამიანი, ტირანი. ის უბრალოდ ვერ ამჩნევდა ჩემს არსებობას. მე მას მხოლოდ ოფიციალურად ვჭირდებოდი, როგორც ცოლი და მისი შვილების დედა. მე ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ პუტინი მე მცემდა, მამცირებდა და დამცინოდა." ინტერვიუს ბოლოს ლიუდმილა პუტინამ განაცხადა, რომ მან დატოვა რუსეთი. ამასთან ერთად იგი შეურაცხყოფილია თავისი ხალხის გამო, რადგან ისინი მოტყუებულნი არიან: "ხალხო, გონს მოდით! თქვენ ცხოვრობთ როგორც მათხოვრები, იმიტომ რომ თქვენ უმოწყალოდ გძარცვავენ! ახლა უკვე დგას საკთხი მკვიდრი რუსი ხალხის გადარჩენის, თუკი თქვენ არ შეწყვეტთ შიშს და იგნორირებას იმისას, რაც ხდება ქვეყანაში!" აი ასეთი ინტერვიუ ვრცელდება, მაგრამ რამდენად რეალურია ეს ყოველივე? 1196 4-ს მოსწონს 1-ს არა
|