x
image
natia.a
ცნობილი პოლიტიკოსები, რომლებიც სექს-სკანდალებში გაეხვივნენ
1. სილვიო ბერლუსკონი და რუბი

image
მაროკოელი მოცეკვავე, კარიმა-ელ-მაგური, რომელიც რუბის სახელით არის ცნობილი, ბერლუსკონის ვილა "ბუნგა-ბუნგაში" გამართული წვეულებების მუდმივი მონაწილე იყო. იტალის ექს-პრემიერმინისტრი სასამართლომ დამნაშავედ გამოაცხადა არასრულწლოვან რუბისთან სექსუალურ კავშირში და უფლებამოსილების გადაჭარბებაში. 2013 წლის ივნისში, მილანის სასამართლომ 76 წლის ბერლუსკონის 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.


2. ბილ კლინტონი და მონიკა ლევინსკი
image



1998 წლის 17 გვისტოს სასამართლოზე მიცემულ ჩვენებაში აშშ-ს მაშინდელმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა აღიარა მონიკა ლევინსკისთან სექსუალური კავშირი და ამით დაადასტურა მსოფლიო პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სექს-სკანდალი. ცოტა დააკლდა, რომ სიმპათიური სტაჟიორით გატაცება კლინტონისთვის კარიერისა და ოჯახის ფასად დამჯდარიყო. მაგრამ იმავე წელს პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა ჩაიშალა, ხოლო მეუღლე ჰილარიმ საქვეყნოდ მხარი დაუჭირა ქმარს.


3. იური სკურატოვი და ორი უცნობი ქალი

image

1999 წელს რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გადააყენეს მას შემდეგ, რაც ტელეარხ «Россия»"-ს, ეთერში გავიდა სკანდალური კადრები. აღნიშნულ კადრებზე ასახული იყო "ადამიანი, რომელიც გენპროკურორს ჰგავდა", ორ გოგოსთან სექსუალური გართობის პროცესში. თავად სკურატოვი ირწმუნებოდა, რომ ჩანაწერი ყალბი იყო, ხოლო კადრების ცუდი ხარისხის გამო საბოლოოდ ვერ მოხერხდა იმის დადასტურება, იყო თუ არა ასახული ფირზე ნამდვილად გენერალური პროკურორი. სასამართლოში კურატოვის წინააღმდეგ საქმე შეწყდა, მაგრამ თანამდებობასაც დაემშვიდობა.

4. დომინიკ სტროს-კანი და მოსამსახურე
image

2011 წელს ნიუ-იორკში დაკავებულ იქნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხემძღვანელი, დომინიკ სტროს-კანი, რომელსაც ბრალი ედებოდა სასტუმრო "სოფიტელის" დამლაგებლის, წარმოშობით გვინეელი ნაფისატოუ დიალოს გაუპატიურების მცდელობაში. სტროს კანს შინა პატიმრობა მიესაჯა. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით სასამართომ ეჭვქვეშ დააყენა დიალოს ჩვენება და სტროს-კანს ბრალდება მოუხსნა, სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი იძულებული გახდა ვადის ამოწურვამდე 2 თვით ადრე დაეტოვებინა სამსახური, უარი ეთქვა 2012 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის დაყენებაზე და პოლიტიკურ კარიერაზე, და გადაეხადა "გაუპატიურებული" დამლაგებლისთვის 1, 5 მილიონი დოლარი.

5. ენტონი ვინერი და მისი სექს-სმს
image

რამდენიმე წლის წინ, ნიუ-იორკის მერობის კანდიდატი, ენტონი ვინერი გაეხვა გახმაურებულ სექს-სკანდალში. მედიაში გამოჩნდა მისი შიშველი "მამაკაცური ღირსების" ამსახველი ფოტო, რომელიც თავადვე სმს-ით გაუგზავნა ტელეფონით გაცნობილ ქალბატონს. ამ უკანასკნელის სახელი მედიისთვის არ დასახელდა. იმისათვის, რომ წინასაარჩევნო მარათონს არ გამოთიშვოდა, ვინერს მოუხდა საჯაროდ მოენანიებინა ჩადენილი, მისმა ცოლმა კი, მეუღლეს საჯაროდ მხარი დაუჭირა. საინტერესოა, რომ ეს არ იყო ვინერის პირველი სექსუალური სკანდალი: 2 წლის წინ მსგავსი ინციდენტის გამო იგი იძულებული გახდა აშშ-ს კონგრესი დაეტოვებინა.


6. ვაცლავ კლაუსი და ბორტგამცილებელი


image



ჩეხეთის 68 წლის ექს-პრეზიდენტი, 38 წლით უმცროს ბორტგამცილებელ, პეტრა ბედნაროვასთან კავშირში დაადანაშაულეს. პრეზიდენტმა არ უარყო გოგონასთან კავშირი და ბოდიშიც მოიხადა, როგორც საზოგადოების, ისე მეუღლის, ლივიას წინაშე, რომელთანაც 40 წლის ცოლ-ქმრობა აკავშირებს. ამ ისტორიას ჩეხეთის მოსახლეობაში უარყოფითი რეზონანსი არ მოჰყოლია – შესაძლოა იმიტომაც, რომ ექს-პრეზიდენტის კანონიერი მეუღლე მოსახლეობას რატომღაც არ უყვარდა.



7. მოშე კაცავი და "მოშანტაჟე" ქალი

imageimageისრაელის ექს-პრეზიდენტის, მოშე კაცავის წინააღმდეგ საქმე 2006 წელს აღიძრა, როცა მან პოლიციაში კანცელარიის თანამშრომელს შანტაჟისთვის უჩივლა. პოლიციამ გაარკვია, რომ ქალს, რომელიც კაცავს აშანტაჟებდა, პრეზიდენტი მართლაც შეურაცხყოფას აყენებდა. მალე რამდენიმე ქალმა ერთდროულად განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი მათთან უზნეოდ იქცეოდა, რასაც კაცავი კატეგორიულად უარყოფდა და აცხადებდა, რომ პოლიტიკური ოპონენტების მსხვერპლი გახდა. გამოძიება 2009 წელს დასრულდა და სასამართლომ კაცავს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.



0
62
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0