შოუბიზნესი ნინა წკრიალაშვილის ანდერძი-"გორში არ დამასაფლაოთ!" 2015, 12 მარტი, 9:54 მომღერალი ნინა წკრიალაშვილი, როგორც იცით გორში დაბადებულ-გაზრდილია.
მას ქართულ შოუ-ბიზნესში თავი მყარად აქვს დამკვიდრებული, თუმცა არა სიმღერით. არ არსებობს ტელესივრცეში სატელევიზიო შოუ, სადაც მას არ იწვევდნენ.
ნინა წკრიალაშვილმა სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ატვირთა ფოტო და ზედ ანდერძი წააწერა:
"გორში არ ადამასაფლაოთ და ეს ფოტო გამიდიდეთ!"
საინტერესოა, რატომ არ სურს "გორელ" ნინას წინაპრების მიწაზე დამარხვა. მის სტატუს ცნობილი ქართველებიც გამოეხმაურნენ: მარინა ბერიძე, კესარია აბრამიძე, მერსი სულხანიშვილი, მამულიჩა, ხატია შამუგია. ერთ-ერთმა მისმა "ფეისბუქელმა" მეგობარმა მის ხუმრობას ამაზრზენი იუმორი უწოდა, რაზეც ნინამ უპასუხა: -იუმორი მოკვდაო წერენ... მარინა ბერიძე-"იდიოტკა"... ნინას მარინა ბერიძის მიმართ ნოსტალგია მოეძალა-"მარინა, როგორ მიყვარხარ და როგორ მაკლიხარ, შენი დარიგებები როგორ მაკლია, რა გამოვიყენე, მაგრამ მაინც მაკლია..." ხატია შამუგიაც მოვიდა ხუმრობის ხასიათზე: "-და ტატუც გამოგიჩინოთ ხომ?" მამულიჩა:-"ერთი რა დაგარიგა და ვინ, მაინტერესებს..." ნინა:-"რა დამარიგე და შენი თავის ფასი ისწავლეო, შიშველი ნუ დადიხარო, როგორიც ხარ სინამდვილეში ყველას ისე გააცანი თავიო და მარტო ერთი დღე მყოფნის..." ნინას მისმა მეგობარმა ურჩია, გადაწყვეტილება მიეღო თუ სად სურდა დასაფლავება: "-გადაწყვიტე დიდუბის პანთეონში გინდა თუ მთაწმინდაზე..." -"სტალინმაც ასე დაიბარა..." 189 1-ს მოსწონს
|