x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ზე კურიოზული, რეალური ისტორია რომელიც დღეს გადახდა ჩემს კლასელს სამედიცინო ლაბორატორიაში.

image მინდა მოგითხროთ რეალური ისტორია, რომელიც დღეს გადახდა ჩემს კლასელს და მომიყვა რამდენიმე წუთის წინ.
ამ ისტორიის სტატიის სახით დადებაზე დამთანხმდა ერთადერთი პირობით– არ მეხსენებინა მისი ნამდვილი სახელი, რათა არ გამხდარიყო დაცინვის "ობიექტი" საახლობლოში.

ყველაფერი კი ასე დაიწყო–კლასელმა მითხრა მუშაობის დაწყება მინდა და რეკომენდაციას ვსაჭიროებო, გამოვკითხე სად იწყებდა მუშაობის დაწყებას და როცა ამიხსნა, გადავწყვიტე დავხმარებოდი და მისთვის რეკომენდაცია გამეწია, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში. როგორც მიღებულია სადღეისოდ, რეკომენდაციის დოკუმენტი შევავსე წესების სრული დაცვით და წასვლის წინ ვთხოვე დაერეკა გასაუბრების შემდეგ, თუ რა მოხდებოდა.
მართლაც დამირეკა და მეუბნება: ელგუჯა, გასაუბრებამ კარგად ჩაიარა და სისხლის ანალიზი უნდა გავიკეთო და როცა პასუხს მივიტან, კადრების განყოფილებაში მაგზავნიან და მუშაობასაც შევუდგებიო.
ეს ყველაფერი გუშინ მოხდა და კურიოზი კი დღეს შეემთხვა როდესაც მის სიცოცხლეში პირველად მივიდა ანალიზების ასაღებად სამედიცინო დაწესებულებაში.
შედის ერთერთი კლინიკის ეზოში და პირველივე გამვლელს ეკითხება: სისხლს სად იბარებენო (ანალიზებს სად აკეთებენ ან ლაბორატორია სადააო არ უკითხავს), გამვლელმაც ახედ–დახედა და კუთხეში რომაა მწვანედ შეღებილი კარები იქააო.
შედის ლადო (სახელი შეცვლილია, ასე დავპირდი კლასელს) და ხედავს, ერთმანეთზე უფრო გამხდარ სხვადასხვა ასაკის მამაკაცებს.
აქაც იკითხა იგივე, ერთერთმა უპასუხა: თუ გკითხავენ თუ იკეთებდი ან თუ ეწეოდი დადებითი პასუხი გაეციო (ლადო ძალიან შორსაა ნარკოტიკებისაგან და ვერ "მოტვინა" რას ურჩევდნენ), მოვიდა ლადოს შესვლის დროც და შევიდა საპროცედურო ოთახში, ს ადაც ექიმი ეკითხება: იკეთებდიო? ლადოც პასუხობ კიო. ექიმი ეკითხება ხომ არ ეწეოდიო? ლადო პასუხობს კიო.
ექიმი კი გაკვირვებული ათვალიერებს (ლადო საკმაოდ ახოვანი და ხორცსავსეა), სთხოვეს ქურთუკი გაიხადეო და გაიხადა, ექიმმა მკლავების დათვალიერება დაუწყო გულდასმით (ლადო ჯერაც ვერ ხვდება ნანემსარებს რომ ეძებს ექიმი), მოგვიანებით კი მედდას სთხოვა ვენიდან სისხლი აეღო ლადოსათვის თავად კი ოთახიდან გავიდა. მედდამაც დავალება შეასრულა და ლადოს სთხოვა მოსაცდელში დალოდებოდა დაძახებას, ისიც გავიდა ოთახიდან მოსაცდელში. გარკვეული დროის გასვლის შემდე ლადოს იმავე ოთახში იბარებენ, ექიმი შემოდის კონვერტით და რაღაც საბუთებით.
ლადოს ასაკს, დაბადების თარიღს, დაბადების ადგილს და ბევრ სხვა რამესაც ეკითხება და ლადოც პასუხობს.
როგორც კი შეავსო ლადოსათვის უცნობი ანკეტა, ლადოს აწვდის კონვერტს სახეზე ღიმილით და შემდეგი სიტყვებით: ესეც თქვენ სიურპრიზი!
ლადომ გამოართვა კონვერტი და ეგრევე საკუთარი მანქანით მომავალი სამსახურისაკენ აიღო გეზი, როგორც კი მივიდა ეგრევე მიაშურა იმ კაბინეტს სადაც უნდა მიეტანა სისხლის ანალიზის პასუხი.
მიაწოდა კონვერტი დაწესებულების სათანადო თანამშრომელს, რომელსაც კონვერტის გახსნისთანავე ლამის სახე მოექცა განცვიფრებისაგან, უფრო კურიოზული კი წინ იყო. როგორც კი დაიწყო მოტანილი "სისხლის ანალიზის პასუხების" კითხვა კაცი სკამიდან წამოდგა და ძლივს ამოილაპარაკა: რაა ბიჭო ეს?!
ლადომაც იფიქრა აუ ცუდადაა ჩემი საქმე რაღაც უბედურება მჭირსო და ფერი წაუვიდა. თანამშრომელმა სხვა თანამშრომლლებს დაუძახა და სთხოვა წაეკითხათ ლადოს მოტანილი "სისხლის ანალიზის პასუხები", ვინც კი წაიკითხა ან სახე მოექუფრა ან გაკვირვებით დაუწყო ლადოს დათვალიერება.
საქმე კი აი რაში იყო და კურიოზიც რაშია! ლადო მისულა არა კლინიკის სისხლის გამოკვლევის ლაბორატორიაში, არამედ კლინიკის ფართში არსებულ ნარკომანების უფასოდ გამოკვლევის ცენტრში, სადაც ნებაყოფლობით მისულ ნარკომანს სისხლის ჩაბარების შემდეგ, ანკეტის შევსების შემდეგ აძლევენ 20 ლარს.
ბუნებრივია პაციენტის ანონიმურობის დაცვით, ხოლო გამოკვლევის პასუხს თავად მას ატანენ.
ლადოც გამოუცდელობის და მიამიტობის წყალობით მოხვდა ამ გაუგებრობაში. დასკვნა რომ წაუკითხეს, ლადოს თმა "ყალყზე დაუდგა", დასკვნაში დაახლოებით ასეთი რამე ეწერა: პაციენტი ესა და ეს, სპორტული აღნაგობით, გარეგანი დათვალიერებით ნარკოტიკების ინექციის სახით მიღების კვალი არ ჩანს, სისხლის კვლევის შედეგად მასში არ აღმოჩნდა საყოველთაოდ ცნობილი ნარკოტიკების ჯგუფის არცერთი ნარკოტიკული საშუალების მიღების კვალი.
გვიან მიხვდა ლადო მისი "უბედურების" მიზეზს და როცა კონვერტიდან 20 ლარიანიც ამოიღეს ბოლომდე გააცნობიერა რა "შარშიც" ამოჰყო თავი.
საბედნიეროდ დაწესებულებაში მიხვდნენ, ლადო ნარკოტიკებისაგან ძალზე შორს მდგარი პიროვნება იყო და დაწესებულების თანამშრომელი გააყოლეს უკვე სხვა კლინიკაში სისხლის ანალიზების ასაღებად და სისხლის ჯგუფის დასადგენად.
პასუხების მიტანის შემდეგ ლადო დაინიშნა ერთერთ განყოფილებაში და ხვალ დილიდან შეუდგება სამსახურს.
ეს ისტორია კი ისე სახალისოდ მომიყვა, რომ გადავწყვიტე ამ მცირე სტატიის სახით თქვენთვის მომეწოდებინა.

2
287
14-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
287
  
2015, 12 მარტი, 11:56
ეგ მე მკითხეთ, ისე ცუდად ცხოვრებაში არ ვყოფილვარო. :)))
2015, 12 მარტი, 9:17
მაგარია :D :D წარმომიდგენია რა მოუვიდოდა დასკვნას რომ წაუკითხავდნენ :D :D
0 1 2