“ვიტ ჯორჯიას” 39 წლის თენგიზ კობიაშვილი გაწვრთნის. ამის შესახებ თბილისური საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
ამპლუით ცენტრალური მცველი კობიაშვილი “ვიტ ჯორჯიაში” 1999-2007 წლებში თამაშობდა და გუნდისთვის არაერთხელ უკაპიტნია. 2004 წელს საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიგო. მანამდე ის თბილისის თსუ-ში გამოდიოდა, ხოლო კარიერა დედაქალქურ “მერანში” დაასრულა.
2011 წელს კობიაშვილი “ვიტ ჯორჯიას” ჭაბუკთა გუნდში მუშაობდა, რომელმაც 2013 წელს საქართველოს ჭაბუკთა ლიგაში ვერცხლის მედლები მოიპოვა. 2013-2014 წლების სეზონში მისი ხელმძღვანელობით თბილისელთა დუბლშემადგენლობამ საქართველოს პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა. მიმდინარე სეზონში კობიაშვილის გაწვრთნილები დუბლების ჩემპიონატში სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან.
კობიაშვილმა “ვიტ ჯორჯიაში” ზურაბ ბერიძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა 9 მარტს დატოვა.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge