შოუბიზნესი ''X-ფაქტორის'' ჟიურის ოთხივე წევრი ცნობილია 2015, 9 მარტი, 18:09 სულ მალე, კვლავ ვიხილავთ ყველაზე რეიტინგულ მუსიკალურ ტელეშოუს, "X ფაქტორის" მეორე სეზონს, რუსთავი 2-ის ეთერში. უკვე ცნობილი გახდა, თუ ვინ იქნებიან ამ შოუს ჟიურის წევრები. ინფორმაცია ამის შესახებ, "X ფაქტორის" "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. ჟიურის პირველი წევრი იქნება, მომღერალი თამთა გოდუაძე: "მე ველოდები უკეთეს სეზონს. საერთოდ ასეა, როცა პირველი სეზონი ძალიან მაგარია, მეორე აუცილებლად უფრო მაგარი, უკეთესი გამოდის ხოლმე. ყველამ იცის, რომ როცა გავიგე მეყოლებოდა 25 წელს ზემოთ კატეგორია, ცოტა შემეშინდა. აღმოჩნდა რომ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, პირიქით! ალბათ ამ კატეგორიის შემდეგ ყველაზე რთული არის ჯგუფები, თუმცა აღარაფერს შევუშინდები. შეიძლება რომელიმე კატეგორია კონკურსანტების გამო უფრო მინდოდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ სხვა ჯგუფთან ვერ ვიმუშავებ. მაყურებლებს კი ვეტყოდი: გვიყურეთ და გაერთეთ!" მეორე სეზონის ჟიურის ახალი წევრი - სოფო ნიჟარაძე: "მიუხედავად იმისა რომ მე ჟიურიში ყოფნის გამოცდილება უკვე მაქვს, იქს ფაქტორი ბევრად განსხვავებულია, შესაბამისად მუსიკალური მენტორობა მეტად საპასუხისმგებლოა. ნიჭიერის ჟიურის წევრობისას მეტად თავისუფალი ვიყავი შეფასებებში, განსხვავებული ნომრების გამო, შესაბამისად ჩემს მიმართ კრიტიკაც ბევრად ნაკლები იყო. ახლა მომიწევს ვიყო უფრო მკაცრი, ობიექტური, მომთხოვნი. ეს არ ნიშნავს რომ კონკურსანტი არ მომეწონება, პირიქით, ვინც უფრო მომწონს მის მიმართ მეტად მომთხოვნი ვარ, ასევე, საკუთარი თავის მიმართაც ასე ვარ. დაბალანსებული ადამიანი ვარ და ყველაფერს ჩარჩოებში მოვაქცევ. ჩვენი ქვეყანა ძალიან მუსიკალურია და პოტენციალი გვაქვს უსაზღვრო, შესაბამისად, ველოდები ძალიან კარგ კონკურსანტებს, სიამოვნებით ვიმუშავებდი ოთხივე კატეგორიასთან, მთავარია შესაფერისი იყოს ჩემთან, რომ გადავცე მთელი ის ცოდნა და გამოცდილება და ვასწავლო ყველაფერი." ჟიურის მესამე წევრი ისევ გიორგი გაბუნიაა! "პირველ რიგში, ძალიან მიხარია, რომ თამთა არის ისევ ჩვენთან ერთად, თუმცა გულიც მწყდება სოფოზე და სტეფანეზე. ძალიან საინტერესოა ჟიურის ორი ახალი წევრი, რომლთან ერთად მე საერთოდ არ მიმუშავია. მოლოდინი ორჯერ მეტია, ვიდრე წინა სეზონში იყო. ძალიან მაინტერესებს როგორი ურთიერთობა ჩამოყალიბდება ჟიურის წევრებს შორის. ძალიან კმაყოფილი ვიყავი იმ ჯგუფით, რომლის მენტორიც ვიყავი, ჩვენ მეგობრებიც გავხდით, არა მგონია ისევ ბიჭები შემხვდნენ, მაინტერესებს სხვა კატეგორიასთან მუშაობაც."მეორე სეზონის მეოთხე მენტორი ანრი ჯოხაძეა! "ზოგადად არ ვარ მენტორული ტონის ადამიანი ცხოვრებაში, მაგრამ რაც შეეხება პროფესიონალურ რჩევებს და ზოგადად პიგმალიონობას, მიჩვეული ვარ, ამიტომ ვფიქრობ, რომ არ გამიჭირდება. დარწმუნებული ვარ, მეორე სეზონი პირველზე გაცილებით უკეთესი და მასშტაბური იქნება." 112 3-ს მოსწონს
|