x
image
natia.a
გადაცმული ნაციონალი კომბლით და ცხვრის დუმით ხელში დიღმის ტრასაზე

imageროგორც გახსოვთ, ირმა ინაშვილმა განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილის დავალებით მისი ლიკვიდაცია დიღმის ტრასაზე იგეგმებოდა. სწორედ ამ განცხადებას ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გოგა ხაჩიძე.


"ვიღაცამ გაგვყიდა და ჩვენი გეგმები ჩაუკაკლა ირმა ინაშვილს. ციხეში მყოფი ჩვენი პატიმრებიდან ერთერთი რომ უნდა მოვწამლოთ, ეგ უკვე გამჟღავნდა. გიორგი კანდელაკზე თავდასხმას რომ ვაპირებთ ეგეც იციან. დიღმის ტრასაზე, ირმა ინაშვილისთვის ავტოკატასტროფის მოწყობას რომ ვაპირებდით, დასამალი აღარაა. რადგან ყველაფერი იციან და გეგმა ჩაიშალა, მინდა სრული სიმართლე გავანდო საზოგადოებას. მესამე ნაწილთან დაკავშირებით ერთი დეტალია დასაზუსტებელი; კი, ნამდვილად დიღმის ტრასაზე ვაპირებდით ”ავტოკატასტროფის” მოწყობას, მაგრამ არა მანქანის დაჯახებით. გეგმა ასეთი იყო: დიღმის ტრასის პირზე დადგებოდა ნაბადში და ბოხოხში გადაცმული ნაციონალი, კომბლით ხელში (ვითომ ცხვრის გამყიდველი) როდესაც ირმა ინაშვილის ავტომობილი გამოჩნდებოდა, გადაცმულ ნაციონალს ცხვრის დუმა უნდა გადმოეგდო ტრასაზე, იმ იმედით რომ მანქანა მოსრიალდებოდა. თუმცა ახლა რაღა აზრი აქვს, ყველაფერი წყალში ჩაგვეყარა. გაგვშიფრეს ნაციონალებო...“ - წერს გოგა ხაჩიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

1
27
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
27
  
0 1 1