შოუბიზნესი ლიზა ყენია-"არ ვარ "სწერვა" და არც ბოროტი" 2015, 9 მარტი, 11:05 მომღერალ მაია ჯაბუას ქალიშვილი, ლიზა ყენია, პატარა ასაკის მიუხედავად ქართულ შოუბიზნესში ერთ-ერთ თამამ და სექსუალური იმიჯის მქონე მომღერლად ითვლება.
იგი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე".
ლიზა ყენიას შესახებ საზოგადოებას არაერთგვაროვანი წარმოდგენა აქვთ.
თამამი ფოტოების გამო მომღერალი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია.
ბევრს მისი ასეთი სითამამე აღიზიანებს კიდევაც და თვლიან, რომ ლიზა ასაკისთვის შეუფერებლად იქცევა და საკუთარ თავზეც დიდი წარმოდგენა აქვს. ამიტომ ლიზამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი და მიმართავს ყველას, ვინც იცნობს და განსაკუთრებით მათ ვინც პიტადად არ იცნობს ლიზა ყენიას, რომ იგი სულ სხვა ადამიანია და არა ისეთი, როგორადაც საზოგადოებას წარმოუდგენია: ![]() ![]() 184 2-ს მოსწონს 1-ს არა
|