საზოგადოება 8 მარტი – ქალთა დღის დაარსების ნამდვილი ისტორია (შოკისმომგვრელი რეალობა) 2015, 8 მარტი, 14:21
უცნაურია საქართველოში დღესასწაულების აღნიშვნის ტენდენცია, უცნაური მხოლოდ იმიტომ, რომ ძირითადად ის მხოლოდ ქეიფის მიზეზია და სხვა სიმბოლურ დატვირთვას მას, რატომღაც არ ანიჭებენ ხოლმე, აი მაგალითად საქართველოში ისე მარტივად შეუძლიათ მიულოცონ 14 თებერვალს შეყვარებულს ე.წ. ვალენტინობა, რომ სულაც არ იკითხონ - რატომაა ე.წ. წმ.ვალენტინი (კათოლიკური ეკლესიიდან მოკვეთილი ნაბერალი?) ჰომოსექსუალიზმთან კავშირში... მთავარია დალევის მიზეზი "გაეძროს" მსგავსი სახის ლამაზად შეფუთული დღესასწაულები უამრავია და რათქმაუნდა მათგან უმეტესობას ლამაზი სიმბოლური დატვირთვა აქვს - თორემ მხოლოდ 1 ივნიის რომ არ უნდა მივულოცოთ ჩვენს შვილებს ბავშვთა დღე და ეს შეიძლება წელიწადის ყველა სხვა დღესაც გავაკეთოთ, - ეს ცხადია... ისე როგორც მხოლოდ 3 მარტს თუ არ მივულოცავთ დედებს თავის სიმბოლურ დღეს და ისე, როგორც 15 აპრილს სიყვარულის დღეს, - ეს რათქმაუნდა წელიწადის ყველა დღეს შეგვიძლია გავაკეთოთ, მაგრამ სწორედ იმიტომ არსებობს დღესასწაულები, რომ მათ ლამაზი სიმბოლური, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს... თუმცა ამ წერილის მიზეზი და მზიანი ისაა, რომ არსებული დღესასწაულების სინამდვილე დაგანახონ, მისი შექმნის ნამდვილი ისტორია და არა ყალბი... ამ შემთხვევაში 8 მარტზე ვსიაუბროთ და ამ დღის დაარსების ისტორიაზე... 1910 წლის გაზაფხული კოპენჰაგენში. 8 მარტს ნავსადგურთან ოციოდე ქალს მოეყარა თავი. მეძავები იყვნენ, ყველაფერზე ეტყობოდათ და არც ცდილობდენ დამალვას: - გუშინ ემა პოლიციელისაგან ისევ ნაცემი დაბრუნდა. საწყალი ბავშვი, როდემდე უნდა ვაძლიოთ უფასოდ ფარაონებს, ადამიანურად მაინც გვექცეოდნენ… – ვერაფერი გამიგია, გუშინწინ ბურგომისტრმა მე ამომარჩია. ბოლოს მიმტკიცებდა, უშენოდ ცხოვრება აღარ შემიძლია, აწი სულ შენთან ვივლიო. მე ვუთხარი, თუ ასე მოგწონვარ, კანონები შეცვალე, ნამეტანი გვავიწროებენ-მეთქი. მაგრამ არა, ასეა საჭიროო… ქალებს ფრაუ ბოდეკერი მიუახლოვდა, ხანში შესული გერმანელი ქვრივი, (დღევანდელი ტერმინოლოგიით - "მამაშა") ნავსადგურთან რომ საროსკიპო ჰქონდა და მეძავთა შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა: - გამარჯობათ გოგოებო, ამ სიცხეში რას იკლავთ თავს. წამოდით, ცივ ლუდზე გპატიჟებთ! - კმაყოფილი გოგოები სწრაფად შელაგდნენ უახლოეს ლუდხანაში, სასმელი მალე მოეკიდათ და ფრაუ ბოდეკერის წინადადებით შეთანხმდენ, რომ ქალაქის ყველა მეძავს მერიასთან მოეყარა თავი. ორი საათის შემდეგ ქალაქის მთავარი მოედანი მეძავებით გაივსო. პოლიციამ ისინი მერიის შენობაში არ შეუშვა და სახელდახელოდ შედგენილი, რამდენიმე პუნქტად ჩამოყალიბებული მოთხოვნა შეუგზავნეს ქალაქის თავს. გადიოდა დრო, პასუხი კი არ ჩანდა. მეძავებს მოთმინების ძაფი გაუწყდათ, ფრაუ ბოდეკერი გაჭირვებით აბობღდა ოთხთვალაზე და ბრბოს მიმართა: - დებო, შვილებო, ქალებო, ხომ ხედავთ, ყველას ფეხებზე ვკიდივართ. კარგად ვიცი მამრთა ბუნება. მოდით, გავშიშვლდეთ და მაშინ კი ნაღდად მოგვაქცევენ ყურადღებას!!! პირველმა თვითონ გაიძრო კაბა, პენუარი და ორივე საცვალი. რამდენიმე წამში უამრავი მეძავი შიშველი იდგა მერიის წინ. ბოდეკერმა განაგრძო: - ჩვენ ვიღაც სულელი ათეისტი ბუნტისთავები კი არა ვართ. ჩვენ გვწამს ღმერთის. მოდით, დავიჩოქოთ და ჩვენი პროფესიული ლოცვა აღვუვლინოთ ზეცას – ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, წმინდაო მარიამ. შენ, რომელმაც ჩასახე ისე რომ არ შეგიცოდავს, გვასწავლე ჩვენ, უღირს მონათა შენთა, როგორ შევცოდოთ ისე, რომ არ ჩავსახოთ. რადგან შენია ძალი, დიდება და სუფევა უკუნისამდე. ამინ! დაჩოქილი, შიშველი, მთვრალი მეძავები ერთდროულად იმეორებდენ ამ სიტყვებს. მერი თვალებდაჭყეტილი იყურებოდა ფანჯრიდან. ბოლოს გამოერკვა, მდივანს სასწრაფოდ უკარნახა ბრძანება, ხელი მოაწერა და პირველსავე ახლომყოფ ჩინოვნიკს ეცა: - წადით და ხმამაღლა წაუკითხეთ; უთხარით რომ ყველაფერზე თანახმა ვარ, გადასახადებსაც შევუმცირებ, აკრძალვებს მოვუხსნი, პოლიციელების თავნებობასაც ავლაგმავ, ოღონდ ახლავე ჩაიცვან და დაიშალონ; საშინელებაა, რას იტყვის ეპისკოპოსი, რას იტყვის მეფე?, – და თავზე ხელები წაივლო. მეძავებმა მხიარული სტვენით მოისმინეს მერის ბრძანება და გამარჯვების ყიჟინა დასცეს, დაშლით კი დაიშალნენ, მაგრამ ტანზე ჩაცმა არავის უფიქრია და შიშვლები მთელ კოპენჰაგენს მოედვნენ. მერი სულ გაგიჟდა, ბრძანა, დაეპატიმრებინათ ყველა შიშველი ქალი. ასეულობით მეძავმა ღამე საპატიმროში გაატარა. კოპენჰაგენში მყოფი როზა ლუქსემბურგი სასტიკად აღაშფოთა მეძავთა შევიწროებამ და მერს ახალი, ამჯერად ჩაცმული დემონსტრაცია მოუწყო. დაპატიმრებულნი მაშინვე გაანთავისუფლეს. სულ მალე, კოპენჰაგენის სოციალისტ ქალთა კონფერენციაზე კლარა ცეტკინის წინადადებით 8 მარტი ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღედ გამოაცხადეს. ებრაელი კლარა ეისნერი დაიბადა გერმანიის სოფელ ვიდერაუში 1857 წლის 5 ივლისს. მოსკოვში იგი დაუახლოვდა ოსიფ ცეტკინს, რომელთანაც უწესო კავშირიდან ეყოლა ორი ვაჟი. 1899 წლიდან კლარა ცეტკინის თანამეწყვილეა მასზე 18 წლით უმცროსი ფრიდრიხ ზუნდელი (და ა.შ.). 1933 წლის 20 ივნისს მოსკოვში გარდაცვლილი კლარა ცეტკინის ფერფლი ურნით შედგმულია კრემლის კედელში. მასონ კლარა ცეტკინის, როზა ლუქსემბურგის და მათნაირების ქალთა საერთაშორისო სოლიდარობისათვის ზრუნვის მიზანი იყო ქალთა მასობრივი ჩაბმა სახელმწიფო გადატრიალებების, რევოლუციების ტალღაში. "ახალი მსოფლიო წესრიგის" მასონი მესვეურები გეგმაზომიერად ახორციელებდენ მონარქიების მოსპობას, განსაკუთრებით მართლმადიდებელი სახელმწიფოებისა (ძირითადი სამიზნე – რუსეთის მართლმადიდებლური მონარქია), რამეთუ მართლმადიდებლობა, მართლმადიდებელი ხელმწიფე ხელისშემშლელია ანტიქრისტეს მთელ მსოფლიოზე გაბატონებისა. 1913 წლის 23 თებერვალს პეტერბურგის ბოლშევიკებმა კალაშნიკოვის ბირჟის დარბაზში მოაწყვეს ქალთა მიტინგი დევიზით – მეცნიერული დილა ქალთა საკითხის გამო. 1914 წლის 23 თებერვლისათვის პეტერბურგელ მუშა ქალებს კრებისა და მიტინგის ნებართვა მისცეს, მაგრამ პოლიციამ წინა დღეს დააპატიმრა ყველა ორგანიზატორი და მომხსენებელი. მიუხედავად ამისა, კრება მაინც ჩატარდა. 1917 წლის 23 თებერვალს რევოლუციონერი ქალების დაჟინებით პეტერბურგში დაიწყო ქალთა დღისადმი მიძღვნილი მანიფესტაცია. იმპერიის უამრავი ქალი მონაწილეობდა გაფიცვებში. მძლავრი მანიფესტაცია მალე შეიარაღებულ აჯანყებაში გადაიზარდა და საბოლოოდ ისტორიაში შევიდა როგორც რუსეთის ბურჟუაზიული რევოლუცია 1917 წლის თებერვლისა. ოქტომბრის რევოლუციით "ხელისუფლებაში" მოსულმა ბოლშევიკებმა მეფის ოჯახი გაანადგურეს და მასონი-რევოლუციონერი ალექსანდრა კოლონტაის გავლენით საბჭოთა რუსეთში ქალთა დღე ოფიციალური "დღესასწაული" გახდა. 23 თებერვლის კვირა დღეს დაწყებული მანიფესტაციით დაამხეს რუსეთის მართლმადიდებლური მონარქია, რამაც ბიძგი მისცა ქალთა საერთაშორისო დღის მსოფლიო მასშტაბით დამკვიდრებას. კალენდრის ახალ სტილზე გადასვლით 23 თებერვალი 8 მარტად გადაიქცა: საბჭოთა რუსეთში 1918 წლის 1 (14) თებერვლიდან, საქართველოში – 1918 წლის 1 (14) მაისიდან. დასავლეთში ქალთა საერთაშორისო დღეს 1920-იანი წლების ბოლომდე მასშტაბურად აღნიშნავდნენ, თუმცა შემდეგ კომუნისტებთან ასოციაციის გამო მისმა პოპულარობამ იკლო. 1960-იან წლებში ფემინიზმის აღმავლობამ ხელი შეუწყო ქალთა დღის მზარდ პოპულარიზაციას. კოსმოსური გაფრენის შემდეგ ვალენტინა ტერეშკოვა კრემლში მიიყვანეს. თავმდაბალ კოსმონავტს მღელვარებისგან ენა წაერთვა. მსოფლიოს ჩაგრული ხალხების ვითომ ერთადერთმა იმედმა, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა გულში ჩაიკრა უშიშარი ქალი: - სამშობლოს ღირსეულო ასულო, შენ ასახელე ქვეყანა შენი. მითხარი რა გსურს და ვფიცავ დიდი ლენინის ხსოვნას, ერთი ნებისმიერი შენი სურვილი შესრულებული იქნება.! ვალენტინამ კრძალვით დახარა თავი: - ო, გენერალურო მდივანო, მზრუნველო მამავ…. ჩემთვის არ ვითხოვ…. რა იქნება, ქალთა საერთაშორისო დღე დასვენების დღედ გამოცხადდეს?. ბრეჟნევს გაეღიმა: - უბრალო თხოვნაა, დაე, ასე იყოს! 1965 წლის 8 მაისს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით 8 მარტი უქმე დღედ გამოცხადდა: საბჭოთა ქალების კომუნისტურ მშენებლობაში, დიდ სამამულო ომში ქვეყნის დაცვის, ფრონტსა და ზურგში გმირობის, ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცებისა და მშვიდობისათვის ბრძოლაში უდიდესი დამსახურებისათვის. 1975 წელი ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო წლად გამოცხადდა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ოფიციალური სანქცია გასცა ქალთა დღის სპონსორობისათვის. საქართველოში 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებით შექმნილმა მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ დაიწყო ქართულ-მართლმადიდებელი სახელმწიფოს აღშენება. 22 ნოემბრიდან უზენაესი საბჭოს დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე გაუქმდა მანამდე არსებული ყველა დღესასწაული, გარდა სამოქალაქო ახალი წლის უქმე დღისა, – აღდგა ეროვნული, საეკლესიო დღესასწაულები და მათთან დაკავშირებული უქმე დღეები. "ახალი მსოფლიო წესრიგის" მასონ მესვეურთაგან მართული კრიმინალური ხუნტის მიერ ეროვნული ხელისუფლების განდევნით 1992 წლიდან საქართველოში გაბატონდა უზნეო "ხელისუფლება" და კვლავაც ოფიციალურად არსებობს მასონური "8 მარტის დღესასწაულის" უქმე დღე. 2003 წლის თებერვალში პარლამენტის ტრიბუნიდან დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ 8 მარტის დღესასწაულის გაუქმება მოითხოვა - ხანმოკლე დებატები შეწყდა ნინო ბურჯანაძის, პარლამენტის თავმჯდომარის კატეგორიული თქმით: "ეს დღესასწაული გაეროს მიერაა აღიარებული და, გარდა ამისა, ის ქალთა უფლებების დაცვას უკავშირდება; ესეც რომ არ იყოს, ქვეყანაში არსებობს გაცილებით სერიოზული პრობლემები, ვიდრე 8 მარტის ბედ-იღბლის გადაწყვეტაა" 2005 წელს ბრიტანეთის პროფკავშირთა გაერთიანების კონგრესზე ერთხმად დაუჭირეს მხარი რეზოლუციას ქალთა საერთაშორისო დღის სახალხო დღესასწაულად გამოცხადების შესახებ. ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რასაც მხარს უჭერს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მთავრობა და ორგანიზაცია. ქალთა უფლებების დაცვის მოძრაობები ყოველწლიურად 8 მარტს მრავალ ღონისძიებას ატარებენ. ქალთა გლობალისტური ასოციაცია ავრორას ვებ-გვერდზე შესაძლებელია ადგილობრივი ღონისძიებების დარეგისტრირება, რაც ქალთა უფლებების დაცვის სფეროში ლოკალური მოვლენების გლობალურ გაშუქებას უწყობს ხელს. ესეც ასე, სინადვილე 8 მარტის დაარსების შესახებ... მოდით ყველამ ერთად მადლობა გადავუხადოთ იმ მეძავეებს ვინც საკუთარი შრომითი უფლებების დაცვით :) - იმდენს მიაღწიეს, რომ - 8 მარტი "ქალთა დღედ" გადააქციეს.... 23802 4-ს მოსწონს
|