საზოგადოება შეურაცხყოფილმა ბაია დვალიშვილმა გადაცემა დატოვა - საქართველო შოკშია! (+ვიდეო) 2015, 6 მარტი, 10:05 გუშინ, 5 მარტს, რუსთავი 2-ის შუადღის გადაცემაში მსახიობსა და ტელეწამყვანს, ბაია დვალიშვილს, კადრს მიღმა მდგომა პროდიუსერმა, დაშვებული შეცდომის გამო პირდაპირ ეთერში, საჯაროდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, უფრო სწორად, აგინა... ქალბატონ ბაიას ცრემლები გადმოსცვივდა, თუმცა პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. აღშოთებულმა თანაწამყვანებმა ბაიას დამშვიდება სცადეს. შეურაცხყოფილმა ქალბატონმა კი სიტყვის უთქმელად დატოვა გადაცემა...
ალბათ არ დარჩენილა ადამიანი, რომელიც ამ კადრების ნახვამ არ აღაშფოთა და უწყინარი ქალბატონის დაცვის სურვილი არ გაუჩნდა. საბედნიეროდ იქვე გაირკვა, რომ ეს ყველაფერი სპეციალურად დადგმული ექსპერიმენტი იყო, რითაც ტელეკომპანია "რუსთავი 2" მსოფლიოში ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ დაგეგმილ კამპანიას შეუერთდა. აღნიშნულ დადგმას ბევრი მაინც ნეგატიურად შეხვდა და "რუსთავი 2" ხალხის აბუჩად აგდებასა და უნიჭობაში დაადანაშაულა. თუმცა ფაქტი ერთია, მოდელირებულმა სცენამ მაყურებლის აღფოთება გამოიწვია და ქალის დაცვის სურვილი გაუჩინა... აქციის მიზანიც ხომ სწორედ ეს იყო. 822 6-ს მოსწონს
|