ლეგენდარული ფეხბურთელის დიეგო მარადონას ახალმა იმიჯმა მის ფანებს კითხვა გაუჩინა, ნუთუ დიეგომ ორიენტაციის შეცვლა გადაწყვიტა?!
2015, 4 მარტი, 21:02
ამ სურათებმა ინტერნეტსივრცეში და სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული ფეხბურთელის–დიეგო მარადონას ფანებში კითხვები გააჩინა, ნუთუ ცნობილმა ფეხბურთელმა ორიენტაცია შეიცვალა! თუ ეს მხოლოდ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნით ნაკარნახევი მოქმედებაა! ტელეარხ "Telesur"–ში მიმდინარე გადაცემის დროს გამოჩნდა დიეგო მარადონა, საზოგადოებისათვის აქამდე უცხო გარეგნობით. ორივე ყურზე დიეგოს არცთუ "მამაკაცური" საყურეები ეკეთა და ტუჩებზეც გარკვევით ჩანდა პომადის წასმის კვალი. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელი ახალი იმიჯით მეტად უცნაურად გამოიყურებოდა ექსცენტრიული დიეგოსათვის არავის დაუსვამს კითხვა თუ რატომ გამოიყურებოდა ასე მარადონა. სამაგიეროდ კითხვები გაუჩნდა დიეგოს ფანების "არმიას", რას უნდა ნიშნავდეს დიეგოს ასეთი სახეცვლილება? გთავაზობთ ფოტო და ვიდეომასალას.