გაგიჟდით "ჰეითერებო" თუ კოლექტიური გამოთაყვანება გჭირთ სტუმარ კაცს, რომ ლანძღავთ
დღეს, 17:56
ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს ეტყობა ვაჟა-ფშაველას "სტუმარ-მასპინძელი" წაკითხული არა აქვს, თორემ საქართველოში სტუმრად ჩამოსულ ჩეჩენ ლეგენდას ჰამზათ ჩიმაევს ასეთი აგრესიით არ შეხვდებოდნენ სოციალურ ქსელებში. აი რასაც ჰქვია ძალიან შემრცხვა, ეს ბიჭი ჩეჩნეთის ჯოჯოხეთგამოვლილია და სადღეისოდ ემიგრაციაში ცხოვრობს, სადაც ჩვენს გურამ მოდებაძესთან მეგობრობს, უფრო სწორი ვიქნები თუ დავწერ, რომ ძმებივით არიან. ჩიმაევმა არაერთხელ დაუმტკიცა ქართველებს თავისი პატივისცემა ინტერვიუებში და პრეს-კონფერენციებზე, როცა საქართველო ძალიან თბილად და დადებით კონტექსტში ახსენა. "მე პირველად ვისწავლე გამარჯობა, შემდეგ ვისწავლე ძმა და ახლა ქართული სიტყვების საკმაო მარაგი მაქვს და ვცდილობ უფრო გავიღრმავო ქართულის ცოდნა, ჩვენ მეზობლები ვართ, კავკასიელები ვართ და სადაც არ უნდა ვიყოთ ერთმანეთს უნდა დავუდგეთ გვერდში"! ამ სიტყვებს ამბობს ეს ბიჭი და ქართველი ჰეითერები პუტინის და კადიროვის მონას უწოდებენ. პუტინის და კადიროვის მონა, ჩეჩნეთში იცხოვრებდა და არა ემიგრაციაში და ის, რომ ის ხანდახან ჩადის სამშობლოში ეს სამშობლოს ნოსტალგიით და ნათესავების მონახულების სურვილითაა გამოწვეული. კახი კალაძესთან გადაღებული სურათის გამოა ჰამზათ ჩიმაევი ცუდი კაცი თქვე არასწორებო? მოყვარე მტრად გინდათ, რომ აქციოთ? არ გამოვა, ეს ბიჭი ოქტაგონზევ ვაჟკაცია და მის გარეთაც და თქვენი არაკაცური კომენტარებით მას საქართველოს ვერ შეაძულებთ.
ჩეჩენი ლეგენდა ქართველ კაცებთან ერთად.
ჰამზათ ჩიმაევი ოქტაგონზეც კი მუდამ პოზიტიურ განწყობაზეა და საკუთარ ტკივილს თავს არავის ახვევს, წარმოუდგენელ პატივს სცემს დედას და ოქტაგონზე იბრძვის იმისათვის, რომ ავადმყოფი შვილის საფუძვლიანი მკურნალობა შესძლოს.