x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მამაკაცმა ორი უცნობი ბავშვი დააპურა რესტორანში და როცა ანგარიში მოუტანეს გაოცებისაგან "ენა ჩაუვარდა"

image


მამაკაცმა რესტორანში სადილი შეუკვეთა და შეკვეთილი სადილის მიღების მოლოდინში მაგიდასთან მჯდომი იქაურობას ათვალიერებდა მზერით.
რესტორნის ღია კარებში დაინახა ორი პატარა ბავშვი, რომლებიც ყურადღებით აკვირდებოდნენ რესტორანში მოსადილე ადამიანებს და ეტყობოდათ შიმშილის გამო "ნერწყვებს ყლაპავდნენ" საკვების დანახვაზე.
მამაკაცმა გადაწყვიტა დაეპურებინა პატარები, მივიდა მათთან, რესტორანში შემოიყვანა და ორივე პატარა საკუთარ მაგიდასთან დასვა.
ახილეშ კუმარმა (ასე ჰქვია აღნიშნულ მამაკაცს) ბავშვებს ჰკითხა თუ რას მიირთმევდნენ, ბავშვებმა კუმარისათვის მოტანილი სადილისაკენ გაიშვირეს ხელი. კუმარმა დაუყოვნებლივ შეუკვეთა ბავშვებისათვის იგივე სადილი, რაც თავად ჰქონდა შეკვეთილი.
როგორც კი მოიტანეს კუმარის მიერ ბავშვებისათვის შეკვეთილი სადილი, პატარა ბიჭმა სცადა ჭამის დაწყება, მაგრამ მასავით პატარა დამ აიძულა ხელები დაებანა და მხოლოდ ამის მერე მიუსხდნენ პატარები მაგიდას.
პატარებმა სწრაფად მიირთვეს საკუთარი ულუფა, მადლობა გადაუხადეს ახილეშს და სწრაფად დატოვეს რესტორანი.
კუმარმაც ამასობაში მიირთვა სადილი და ოფიციანტს სთხოვა სამივე შეკვეთის ანგარიში მოეტანათ.
ოფიციანტმა მოიტანა ანგარიში და როცა კუმარმა ის წაიკითხა გაოგნდა და როგორც იტყვიან "ენა ჩაუვარდა" განცვიფრებისაგან.
ანგარიშში არ იყო არცერთი ციფრი. იყო მხოლოდ ჩანაწერი, სადაც ეწერა: "არ შეიძლება ყველას დაეხმარო, მაგრამ თქვენ დღეს ჩაიდინეთ ძალზე გულისხმიერი საქციელი–თქვენ დააპურეთ თქვენთვის სრულიად უცნობი ბავშვები, ამ საქციელის გამო რესტორნის ადმინისტრაცია სამივე შეკვეთის ღირებულებას ანულირებს და სადილზე ანგარიში ნულოვანია".
ახილეში არ ელოდა ასეთ საჩუქარს რესტორნისაგან. მისი სიტყვებით, მას უკვე სჯერა სიკეთის და შემდეგშიც მზადაა იგივე გაიმეოროს, მიუხედავად იმისა მოუწევს თუ არა ფულის გადახდა სხვის დაპურებაში.
imageimage




8
17896
17-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
17896
  
2021, 10 იანვარი, 12:18
მადლობა თუთიკო...
2017, 8 ნოემბერი, 13:46
არა რას ამბობთ, უბრალოდ არ შეიძლება ისე გავიგე, თითქოს ცუდი რაღაც გააკეთა და შენიშვნა მიიღო. ძალიან კარგი სტატიაა
2017, 8 ნოემბერი, 13:44
გაიპარა უზუსტობა თუ გაგიხარდებათ დაბლოკეთ... :)))
2017, 8 ნოემბერი, 13:40
"არ შეიძლება ყველას დაეხმარო," -თუ შეუძლებელია ყველას დაეხმარო?
2017, 8 ნოემბერი, 12:55
მეც მომეწონა მისი საქციელი, ცალკე კუმარის და ცალკე რესტორნის ადმინისტრაციის...
2017, 8 ნოემბერი, 12:51
სასიამოვნო ამბავია
0 1 8