x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
როგორი დაუჯერებელი და საშინელი წასაკითხიც არ უნდა იყოს მეჩვიდმეტე, მეთვრამეტე საუკუნეებში ევროპაში მიღებული იყო კანიბალიზმი "სამედიცინო" დანიშნულებით

image დარწმუნებული ვარ თმა ყალყზე დაუდგება მკითხველს ამ სტატიის წაკითხვისას, ბევრი უბრალოდ არ დაიჯერებს, ბევრს ეჭვი შეეპარება სტატიის რეალობაში.
მაშ ვნახოთ რაზეა საუბარი და რა წყაროები ადასტურებს ამ სტატიის რეალურობას.
მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეში ევროპაში "სამედიცინო კანიბალიზმა" იჩინა თავი, "სამედიცინო" იმდენად რამდენადაც ზოგიერთი "ვაი" ექიმის თუ "ვაი" მეცნიერის "კვლევებით" საზოგადოებას ამცნეს, რომ მიცვალებულის ნაწილების მირთმევა ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას, მეტიც თითქოს "სამედიცინო კანიბალიზმის" მეშვეობით ადამიანმა შეიძლება გაიძლიეროს იმუნიტეტი იმ დაავადებებისაგან რის გამოც დაიღუპა გარდაცვლილი, რომელიც ხდებოდა "სამედიცინო კანიბალიზმის დონორი".
მაგალითისათვის-თუ ჭირით დაღუპული ადამიანის თავის ქალით დალევდა ვინმე ჩაის, ითვლებოდა, რომ მას ჭირის ეპიდემიის პირობებშიც კი არ დაემართებოდა ჭირი.
დამწვარი თმების მირთმევა კი თითქოს ადამიანს თავის ტკივილს უხსნიდა სამუდამოდ.
"სამედიცინო კანიბალიზმს" დასაბამი დაუდო ეგვიპტეში გათხრებისას ნაპოვნმა მუმიებმა, კარგად შენახული მუმიების დანახვისას ბევრმა "ვაი" ექიმმა დაასკვნა, რომ მუმიის "დაგემოვნება" ადამიანის ორგანიზმს შეუვალს გახდიდა ნებისმიერი დაავადების მიმართ. გაჩაღდა მუმიებზე "ნადირობა", მუმიებს მასობრივად ანადგურებდნენ ევროპელი კანიბალები, როგორი დაუჯერებელიც არ უნდა იყოს.
წყაროები:
Karen Gordon-Grube Evidence of Medicinal Cannibalism in Puritan New England
P. Kenneth Himmelman, The Medicinal Body: An Analysis of Medicinal Cannibalism in Europe
Louise Noble, Medicinal Cannibalism in Early Modern English Literature and Culture
Richard Sugg, Mummies, Cannibals and Vampires: the History of Corpse Medicine from the Renaissance to the Victorians
+16

0
460
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
460