x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
იაპონური რესტორანი, სადაც დამატებითი საფასურის გადახდის შემდეგ ლამაზი გოგო გაგასილაქებთ


image
იაპონელებს, რომ უამრავი უცნაური ტრადიცია და წესები აქვთ არავისთვის წარმოადგენს სიახლეს, მაგრამ ის რაც ქალაქ ნაგოიაში რესტორან "Shachihoko-ya"-ში ხდება ყველა უცნაურობას აღემატება.
რესტორნის კლიენტებს შეუძლიათ დამატებითი მომსახურებით ისარგებლონ, ეს მომსახურება კი შემდეგში მდგომარეობს: თუ რესტორნის კლიენტი დამატებით გადაიხდის საფასურს, რესტორნის ლამაზი, ოფიციანტი გოგონები გაასილაქებენ. დიახ, არაფერი შეგშლიათ ტექსტის წაკითხვისას, რესტორნის კლიენტებს შეუძლიათ საკუთარი სურვილით გაასილაქებინონ თავი ოფიციენტ გოგონებს დამატებითი გასამრჯელოს სანაცვლოდ.
ეს პროცესი რესტორნის კლიენტების და მომსახურე პერსონალის ოვაციების და მხიარული შეძახილების ფონზე ხდება, რაშიც ეს სურათებიც დაგარწმუნებთ.

imageimage
აღნიშნული რესტორანი 2012 წელს გაიხსნა, მაგრამ ორიოდე წელიწადში გაკოტრებამდე მივიდა, სწორედ მაშინ მოიფიქრა რესტორნის მენეჯერმა კლიენტების გასილაქების მომსახურება 300 იაპონური იენის (დაახლოებით 2 ამერიკული დოლარი) გადახდის სანაცვლოდ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს "ინოვაციამ" წარმოუდგენელი ეფექტი გამოიღო და იმ მომენტიდან რესტორანს კლიენტები არ აკლია.
დადგენილი წესებით კლიენტებს იქნება ეს კაცი თუ ქალი, ასილაქებენ ახალგაზრდა ოფიციანტი გოგონები. ზოგიერთ კლიენტს არ აკმაყოფილებს ერთი სილა და ორმაგ თანხას იხდის ორმაგი გასილაქებისათვის.
ხანდახან კლიენტი ითხოვს ოფიციანტმა გოგონამ სილა მთელი ძალით დაარტყას კლიენტს, რასაც ხანდახან კლიენტის სკამიდან გადავარდნა მოყვება ხოლმე, მაგრამ ამას არავინ აპროტესტებს, სხვათაშორის არც სამართალდამცავები.
გასილაქებასთან ერთად თუ კლიენტი ალიყურსაც მოითხოვს, მას მოუწევს 3, 4 ამერიკული დოლარის გადახდა. რესტორანს არც ადგილობრივი კლიენტი აკლია და არც ტურისტები, რომელთა შორის ექსტრემალებიც არიან, შესაბამისად ფულს იხდიან ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდა ოფიციენტი გოგონებისგან სილის ან ალიყურის დარტყმაში.

imageimageimage

ხანდახან კლიენტი მოითხოვს მისმა თანხმლებმა გოგონამ გაასილაქოს, რაშიც ფულს რესტორანს უხდის, მისი თანხმლები გოგონა კი ინსტრუქციას იღებს ადგილობრივი ოფიციანტებისაგან.

imageimageimageimage







0
45
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
45