x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რეალური ისტორია, თუ როგორ ვაიძულე ტრასაზე ნაგვის გადმოგდების გამო მძღოლი უკანვე ჩაედო ნაგავი მანქანაში




image სამსახურიდან დაბრუნებულს სახლში მეზობელი კაცი დამხვდა, რომელმაც მთხოვა წამეყვანა ხობის რაიონში.
ბუნებრივია მეზობლისთვის უარი არ მითქვამს და ზუგდიდიდან ხობისაკენ გავემართეთ, გზაში მეზობელმა ამიხსნა რისთვისაც მივდიოდით ხობში, როგორც აღმოჩნდა იყიდებოდა ზუგდიდი–ხობის გზაზე მდებარე ძალზე ცნობილი რესტორანი (სახელს შეგნებულად არ ვასახელებ რეკლამაში, რომ არ ჩამეთვალოს), მეზობელს ადგილობრივი მედიის მორბენალ სტრიქონზე დაუნახავს განცხადება მისი გაყიდვის თაობაზე და აინტერესებდა რა ფასად ჰყიდდა რესტორნის მფლობელი რესტორანს და რა ინვენტარს თუ ტექნიკურ საშუალებებს უტოვებდა ახალ მეპატრონეს, ანუ მყიდველს.
ჩავედით ადგილზე, თუმცა რესტორანი დაკეტილი დაგხვდა ხოლო რესტორნის მეპატრონეზე დარაჯმა გვითხრა 2 დღე არ იქნება, თბილისშია საქმეზეა წასულიო.
რა უნდა გვექნა მოვბრუნდით უკან ზუგდიდისაკენ, ხამისკურთან დავეწიე "ოპელის" მარკის მანქანას, საიდანაც ფქვილის ტომრით რაღაცა გადმოაგდეს მანქანიდან, ისე ახლოს ვიყავი წინ მიმავალ მანქანასთან ჩემი მანქანის ვიდეორეგისტრატორმა ყველაფერი ზედმიწევნით დააფიქსირა–მანქანის მარკაც, მოდელიც და მანქანის ნომერიც. გადავუსწარი აღნიშნულ მანქანას და ვანიშნე გაჩერებულიყო, ისიც გაჩერდა. ჯერ მივესალმე მერე კი პირდაპირ ვუთხარი: სავარაუდოდ ტომრით ნაგავი გადააგდეთ მანქანიდან და მიაბრუნეთ მანქანა, აიღეთ ის ნაგავი და სადაც ნახავთ ნაგვის ურნას იქ ჩააგდეთ მეთქი.
გაბრაზებულმა მომახალა: შენ ვინ გეკითხება მე რას გადმოვაგდებ ან სად გადმოვაგდებო!?
კეთილი როგორც გინდათ, მაგრამ თქვენი მანქანა ჩემი მანქანის ვიდეორეგისტრატორს დაფიქსირებული აქვს და როცა ჩემს ბლოგზე განვათავსებ ამ კადრებს ნაწყენი არ დარჩეთ მეთქი, ეს ჩემი უფლებების დარღვევააო, ეს არაა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება, ესაა თქვენს მიერ ჩადენილი კანონდარღვევის გახმაურება ეს კი კანონსაწინააღმდეგო ქმედება არაა მეთქი.
ერთი სიტყვით ეტყობა ამან გაჭრა და მამაკაცმა მანქანა მიაბრუნა, ტომარა მანქანაში ჩაიდო და სოფელ ცაიშში გზისპირას მდგარ ნაგვის ურნაში ჩააგდო.
ვიცი ბევრი იტყვის ვინ ეკითხებოდაო, მაგრამ როცა ბევრი მოიქცევა ჩემსავით, გზაზე ნაგვის ნასახი არ იქნება და მერე ჩამოსულ ტურისტებს არ გაუკვირდებათ, თუ რატომ ფრიალებს გზისპირზე ალამივით მოფრიალე პოლიეთილენის პარკები!

0
211
11-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
211
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0