ტრადიციად ქცეული ღონისძიება მექსიკის დედაქალაქში - "ზომბების გასეირნება", რომელიც შეგაცბუნებთ
მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში, ყოველწლიურად 21 ოქტომბერს იმართება უკვე ტრადიციულად ქცეული მასობრივი, საზოგადოებრივი ღონისძიება-"ზომბების გასეირნება", სადაც მონაწილეობის მიღბა ნებისმიერი თანამდებობის, ასაკის თუ პროფესიის ადამიანს შეუძლია.
ამ დღისთვის საგანგებოდ ემზადებიან ადამიანები, ამზადებენ ტანსაცმელს იმარაგებენ შემზარავი იერის მისაღებად საჭირო ნიღბებს და გრიმს.
"ზომბების გასეირნებას" ადგილობრივი ენთუზიასტები უწევენ ორგანიზაციას ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, ღონისძიება ტარდება ყოველგვარი ექცესების გარეშე, აკრძალულია ნასვამ მდგომარეობაში მყოფი "ზომბის" მონაწილეობა ღონისძიებაში.
შუადღისათვის "ზომბები" მექსიკის დედაქალაქის საცხოვრებლებიდან იწყენებ ქუჩაში გამოსვლას, იკრიბებიან კოლონებად და მიემართებიან მათთვის გამოყოფილი ტერიტორიისაკენ, სადაც ხდება საუკეთესო "ზომბის" გამოვლენა ჟიურის მიერ, გამარჯვებული საჩუქრდება სიმბოლური საჩუქრით, რაც სპეციალურად დამზადებული, "ზომბისთვის" განკუთვნილი ტანსაცმლის, ნიღბის და გრიმისთვის საჭირო მასალის კომპლექტისგან შედგება.
გამოყოფილი ადგილისკენ მიმავალ "ზომბებს" ოვაციით ხვდება ქალაქის საზოგადოება, ვინ ტაშს უკრავს, ვინ იცინის, ზოგიერთები კი წივილ-კივილით საკუთარი ბინისკენ გარბის შემზარავი სახეების დანახვაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიება საზოგადოებრივ საწყისზე ეწყობა, მასში მექსიკის მერი და ხელისუფლებაა ჩართული, ადგილობრივი პოლიცია მზადაა თუ საჭიროებამ მოითხოვა სასწრაფოდ გაარიდოს დებოშიორები, ასევე მზადაა სამედიცინო ბრიგადები რათა საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ მონაწილეს თუ მაყურებელს სამედიცინო დახმარება გაუწიოს.
ღონისძიების სანახავად მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან ჩადიან ტურისტები, ზოგი, როგორც მაყურებელი, დიდი ნაწილი კი თავადაც უერთდება კოსტუმირებულ სანახაობას, რომელიც ნამდვილად არაა გათვლილი სუსტი ნერვების მქონე ადამიანებისათვის, რაშიც ეს სურათებიც დაგარწმუნებთ.
+16