საზოგადოება სოციალური ქსელის "მარგალიტები" თუ "ბაჯაღლოები", თქვენ როგორ ფიქრობთ? 2022, 22 ივნისი, 13:20 სოციალური ქსელი ის ადგილია, სადაც თავისუფლად შეგიძლიათ თქვენი აზრი დააფიქსიროთ, თქვენი სურათები თუ ვიდეოები ატვირთოთ და ამით თქვენი იმიჯი შეიქმნათ. თუმცა სოციალურ ქსელებსაც გააჩნია თავისი ბერკეტები ზღვარსგადასული ტექსტის, ფოტოს თუ ვიდეოს გამოქვეყნებისას, მომხმარებელს ჯერ აფრთხილებენ მერე კი ბლოკავენ გარკვეული ხნით ან ანგარიშს უუქმებენ სამუდამოდ. მესმის დადო სურათები, სადაც სასიამოვნოდ გამოიყურები, რათა საკუთარ თავს და შენი გვერდის მნახველებს პოზიტიური განწყობა შეუქმნა, მაგრამ არ მესმის რატომ უნდა დადო სურათი, სადაც არცთუ მოსაწონ მდგომარეობაში ხარ და ანტირეკლამას იკეთებ? პოპულარობის მოსაპოვებლად ძალიან ცუდი გზაა გადააბიჯო ყველანაირ ეთიკას და დადო სურათები, რომელიც აუცილებლად უკურეაქციას იწვევს მნახველებში უარყოფითი კომენტარების თუ ზოგადად ცუდი გამოხმაურების სახით. ნახეთ და შეაფასეთ სოციალური ქსელის ეს წარმომადგენლები, რომელთა დანახვაზე ნაწილობრივ გამეცინა, მაგრამ მეორეს მხრივ არ გამკვირვებია იმ ადამიანების ვისი კომენტარებიც საკმაოდ მძაფრია (გინებას არ ვემხრობი და ამას არ ვგულისხმობ). გთავაზობთ სოციალური ქსელის "მარგალიტებს" თუ "ბაჯაღლოებს", არ ვიცი თქვენ რომელი უფრო მოგეწონებოდათ სათაურად და თავადვე აირჩიეთ. თევზაობა უნიტაზში, მე მგონი აქ მოსაწონი არაფერია. ჩამოვიდეს ეს ბიჭი და ვასწავლით როგორ უნდა მწვადის შეწვა, არა მგონია ფიწლით მწვადის შეწვა კარგი აზრი იყოს. ტრუსი ტრუსია, მაგრამ ეს სურათი პოზიტივს მაინც ქმნის მე მგონი ხო? ყოჩაღ პატარძალო, გაახარებდი ამ სურათით მეუღლის ოჯახს. ამ გოგოზეა ნათქვამი : "თავში ქარი უქრისო". ტრაქტორთან ბიკინებით სურათის გადაღება ალბათ ცუდი იდეა იყო. ამ მედდების ნამკურნალევი პაციენტის რა ვთქვი მე. ფული, თორემ მე შენ გეტყვი და იმდენია და ისეთი კურსი აქვს "ნევის გამზირზე" იყიდის ბინას. თავქარიანი გოგოების გასართობია ალბათ. ეს გოგო შორს წავა, სტრიპტიზ ბარში ადგილს ნამდვილად გაინაღდებს. იმედია სხვა რამის დაწერას აპირებს ეს გოგო. აი აქ კი დაიძაბებით, ეს რა უბედურებაა? რაო გოგონა ფილმ "რობინზონიდან" "პარასკევა" ხომ არ გგონია თავი? ეტყობა ძალიან უყვარს მწვადი, ისეთ სახეს "კერავს" ეს გოგო. რა ლამაზი გოგონებია და აქ რატომ უნდა გადაეღოთ სურათი? +14 1151 7-ს მოსწონს |