x
image
natia.a
(18+) სტატუსი დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე! ყველა მოქმედი გმირი რეალურია!


imageპროდიუსერი ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში 90-ინი წლების შესახებ წერს.



„სტატუსი დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე! ყველა მოქმედი გმირი რეალურია!


(18+)


როგორც ამბობენ, დრონი მეფობენ და არა მეფენი, თუმცა ყველა დროს მაინც თავის მეფეები ჰყავს. დღეს ჩემი კლასელის wall-ზე 90-იანებში თბილისის ქუჩებში გადაღებულ ერთ ვიდეოს გადავაწყდი, რომელმაც განაპირობა ეს ცოტათი ნოსტალგიური სტატუსი. ...და გასაკვირიც არაფერია-ბოლოსდაბოლოს მეც ხომ იმ ხშირად ავადსახსენებელი 90-იანელთა თაობის შვილი ვარ, რომელიც სწორედ იმ წლებში ბავშვობას იცვლიდა, პიროვნულ ტრანსფორმაციას განიცდიდა და ამა თუ იმ ღირებულებების მქონე ადამიანად ფორმირდებოდა. იმის მოყოლას, რაც ყველამ ვიცით, თუ რა რთული წლები იყო არ ვაპირებ, თუმცა რაც ღიმილით მახსენდება ფრაზეოლოგია და ტერმინოლოგიაა: “დვიჟენია", “რა უბნელი ხარ ძმაო", , პუშკინას", “ბერეტას"\“აბრეზას"\“შავკაცას"\“კუკლას" ტიპის “კლიჩკების" კაი ბიჭების “პარადი" და ა.შ. სამწუხაროა, მაგრამ სწორედ ჩვენ თაობაში სწავლა “ტეხავდა", უსექსობით და უსახსრობით ქორწინდენოდნენ და გოგო გათხოვილი და ქალიშვილი ერთდროულად თუ არ იყო, მუ..ლს ნიშნავდა.


თბილისი სულ სხვანაირი იყო: უფრო თბილი თავის 20 თეთრიანი ფენოვანი ხაჭაპურებით, 25 თეთრიანი კოკა-კოლით, “მარშრუტკებში" “მადლობა"-ზე მგზავრობებით, თურქული წარმოების ძირითადად მწვანე “დუტის" კურტკებით, ლურჯი ჯინსებით, რეიბანებით და VIP კლასის Cangol-ებით. 90-იანების ბოლო გამოდგა გარდამტეხი-ბირჟაზე მდგომები ორ ნაწილად გაიყვნენ: 1. ისინი ვინც ცხოვრების არსებულ სტილს სამუდამო like გაუკეთა 2.ისინი ვინც სწავლა\მუშაობაში დაინახა მომავალი. თუმცა იყო კიდევ ერთი ნაწილი რომელიც თავშივე სწავლაზე იყო ორიენტირებული, მთელი თავისი გონებრივი ინვესტიცია ინგლისური ენისა და კომპიუტერის სწავლაში გაუშვა და საბოლოოდ ყველაზე პროგრესული ნიშა დაიკავა.


90-იანებმა შეიძლება ითქვას გამძლეობის მხრივ კარგი გამოცდილება მოგვცეს, თუმცა ეს ყველაფერი ჩემმა შვილებმა რომ გაიარონ, გულწრფელად არმინდა. ბოლო დროს თბილისის ქუჩებში კანტი-კუნტად აღდგენილ ბირჟებს რომ ვხედავ, ერთადერთი შეგრძნება, რაც მეუფლება გაღიზიანებაა.


ჩემს ნოსტალგიურ სტატუსთან შეიძლება არაფერშუაშია, თუმცა მაინც ვთვლი: ის ყოფა რომ აღარ განმეორდეს, ქალაქს უნდა მართავდნენ ადამიანები ვისაც ეს ყველაფერი გამოვლილი აქვს და სწორედ განასხვავებენ შავს თეთრისგან, რასაც სამწუხაროდ დღეს ვერ ვხედავ. თუმცა მიმდინარე სტატუსი როგორც დავიწყე ისე მინდა დავასრულო: დრონი მეფობენ და არა მეფენი! (თუმცა დროის მეფეს ვურჩევდი ხანდახან მართლა ღირს, რომ შენი არსებობა დაიჯერო, ესე უფრო მარტივია).


p.s. მადლობა მკითხველს დახარჯული დროისთვის )


p.p.s. ჩემი დროის გმირების დიდი ნაწილი friend-ებშიც მყავხართ, თუმცა შეგნებულად არ გთაგავთ )“, - წერს სულაბერიძე.




1
155
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
155
  
2015, 3 მარტი, 0:30
მომეწონა. "დრონი მეფობენ და არა მეფენი!" - ამაზე მართალი არაფერია.
0 1 1