x
image
natia.a
"გქონიათ ოდესმე სექსი?" - შეკითხვა, რომლის გამოც ეკა ხოფერია სკანდალში გაეხვა (+ვიდეო)
imageტელეკომპანია "იმედის" ეთერში, ეკა ხოფერიას თოქ-შოუს მორიგი სტუმარი 19 წლის გიორგი ბასილაშვილი იყო. გადაცემაში მისი მოწვევის მიზეზი, გიორგის ჭარბი წონა გახდა. იგი 197 კილოგრამს იწონის. გადაცემის მიმდინარეობის დროს, წამყვანმა სტუმარს ჰკითხა, ჰქონია თუ არა ოდესმე სექსი, რამაც საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა და ჯურნალისტი უტაქტობაში დაადანაშაულეს.

სოციალურ ქსელებში გაჟღერებულ გამოხმაურებებს ხოფერია ჯერ შემდეგი კომენტარით გამოეხმაურა:


"გიორგი ბასილაშვილი, დღევანდელი გადაცემის გმირი, ისევე, როგორც დანარჩენი ორი, გაიკეთებს ოპერაციას.70 პროცენტი ჯანდაცვა, დანარჩენსაც ვეძებთ. ამასთანავე გიორგი დაიწყებს ჩვენთან იმედში ჯერ სტაჟიორად და შემდეგ ვნახოთ. ბოლომდე მივყვებით. გადაეცით კრიტიკოსებს)."


შემდეგ კი ჟურნალისტმა ამ ფაქტს ცალკე სტატუსიც მიუძღვნა:


"დავწერ ცალკე სტატუსად. გიორგი იყო რეალითი პროექტის " პუტკუნ -შოუს" კასტინგის ერთ-ერთი მონაწილე. ძალიან სურდა ამ პროექტში მონაწილეობის მიღება. ამდენად, ბევრი თემასა და საკითხზე მასთან საუბარი იყო. უნდა მეკითხა თუ არა 19 წლის ბიჭისთვის, ჰქონია თუ არა მას სექსუალური ურთიერთობა? მე მიმაჩნია, რომ კი. მორალურ ტრავმაზე ვინც მესაუბრებით გეტყვით, მისი მთელი ცხოვრებაა მორალური ტრავმა და ის 3 შეხვედრა, რაც მას ჩვენთან ჰქონდა, პირველი მცდელობაა ვინმემ გამოიყვანოს ჩაკეტილი წრიდან და რეალურად დაეხმაროს მას. მეც ვესსუბრე მას გადაცემამდე, ისევე, როგორც ყველა ჩემს სტუმარს ვესაუბრები წინასწარ. ასე რომ, ტვინიკოსებო, რეიტინგისთვის გააკეთაო, ექ ჩემს შემთხვევაში მისამართი შეგეშალათ და მეორე, ერთხელ მაინც გაცდით ამ თქვენს ვირტუალურ აუდიტორიას და რამე მართლა საქმე გააკეთეთ.
P.s.
ტვინიკოსებს არც ერთხელ რომ არ გაუშუქებიათ ის გადაცემები თუ პოსტები სოციალურ და ჯანდაცვის თემებზე რომ გამიკეთებია? იქნებ ისინი თავად ზრუნავთ თავიანთ რეიტინგსა და სკანდალურობაზე? მაგრამ ამის მისაღწევად ჩემი გადაცემები ვერ გამოგადგებათ, ძვირფასებო!!!!" - წერს ეკა ხოფერია.


ესეც ნაწყვეტი გადაცემიდან.




0
64
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0