x
image
worldsport.ge
რედნაპი მომავალ სეზონში დაბრუნებას გეგმავს

imageჰარი რედნაპი სამწვრთნელოს საქმიანობის განახლებას 2015-2016 წლების სეზონში აპირებს. ბოლო დრომდე რედნაპი ინგლისის ჩემპიონლიგის “ქუინზ პარკ რეინჯერსს” წვრთნიდა, რომელიც მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში მუხლის სახსრის ტრავმის გამო დატოვა.
“მომავალ სეზონში დაბრუნებას ვაპირებ. ზაფხულში კარიერის გაგრძელების ვარიანტებს მოვძებნი, ვინაიდან ფეხბურთი მიყვარს. სიმართლე რომ ითქვას, ჩემს ცხოვრებაში ფეხბურთის გარდა სხვა არაფერია. მწვრთნელობა ჯერ კიდევ შემიძლია. მუხლი? მის პრობლემას ერთ-ორ კვირაში მოვაგვარებ, რის შემდეგ, კვლავ მზად ვიქნები. ახალ გამოწვევას მოუთმენლად ველი”, - იუწყება sky sports-ი რედნაპის სიტყვებს.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0