x
image
ვიზა კოხაძე
"კიევში მივდივართ ყველა, ვინც თვითმფრინავში ჩავეტევით" - - გიორგი მარგველაშვილი

imageსაინტერესოა, ვისი იმედები არ გაამართლა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ ყბადაღებული თემის " პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის წევრების უკრაინაში გამგზავრების" შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე. როგორც ტელეკომპანია " პირველი არხის" პირდაპირ ეთერში განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, ის მოუწოდებს ყველას ( ციტირებას ვახდენ) - " კიევში მივდივართ ყველა, ვინც კი თვითმფრინავში ჩაეტევა".

რა განცხადებები გააკეთა გიორგი მარგველაშვილმა პირდაპირ ეთერში? რაში ხედავს ის საფრთხეებს? რა უხერხულობაზე საუბრობს პრეზიდენტი? რას ცემს ის განსაკუთრებულ პატივს?

- " მე პატივს ვცემ ქართულ სასამართლოს, რადგან ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებით რიგი ადამიანებისა დღეს არიან ძებნაში.ჩემთვის მთავარი ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებაა, თუმცა მე პატივს ვცემ უკრაინის სუვერენიტეტს და მე ამ თემებზე - ანუ უკრაინაში დანიშვნებზე და შიდა პოლიტიკაზე კომენტარს არ გავაკეთებ".

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ხედავს თუ არა ის საფრთხეებს უკრაინაში მიმდინარე დანიშვნებზე, პრეზიდენტმა ამომწურავი პასუხი გასცა:

- " ... მარტივი პასუხია. მარგველაშვილს, სააკაშვილს, პოროშენკოს, იაცენიუკს მიღმა არის ქართულ - უკრაინული მეგობრობა.მე საფრთხეს ვერ ვხედავ, უხერხულობები? რა თქმა უნდა შეიქმნება, მაგრამ მეგობრულ ურთიერთობებს ამ ორ ქვეყანას შორის ვერაფერი შეცვლის. პოლიტიკოსებს ზევით არის ჩვენი ურთიერთობები და საფრთხე არ ემუქრება ამას, თუმცა გარკვეული უხერხულობები კი ნამდვილად იქნება.არ უნდა გვეგონოს ჩვენი თავი ისეთი ფიგურები, რომელმაც შეიძლება შეცვალოს და დაანგრიოს ერთა შორის მეგობრობა და ძმობა. ამ უხერხულობებს ისე უნდა მოვემსახუროთ, რომ არ იყოს მძაფრი " უხერხულობა". ამის დასამტკიცებლად მივდივართ უკრაინაში და ეს " იქნება ღირსეული მარში", რათა დავანახოთ უკრაინელებს როგორ პატივს ვცემთ მათ".

1
70
9-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
70
  
0 1 1