კინო საინტერესო, მაგრამ უცნობი ფაქტები ცნობილი ფილმების გადასაღები მოედნებიდან 2015, 20 თებერვალი, 15:29 ფილმების გადაღების დროს ხშირად აქვს ადგილი კურიოზულ, სახალისო შემთხვევებს, რომლებიც მაყურებელთათვის უცნობია ხოლმე. ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ საინტერესო, მაგრამ ნაკლებადცნობილი მომენტები სხვადასხვა დროის პოპულარული ფილმების გადასაღები მოედნებიდან.
"შავი რაინდი-ლეგენდის დაბრუნება" ფილმის გადაღების დროს ენ ჰეტუეის დუბლიორი მთელი ძალით შეასკდა IMAX-კამერას. მართალია, მსახიობს სერიოზულად არაფერი დაშავებია, მაგრამ უძვირფასესი კამერა მთლიანად განადგურდა. "გაუჩინარებული" სურათის პროდიუსერების თქმით, ფილმის რეჟისორი დევიდ პინჩერი თითოეული სცენისათვის 50 კადრს იღებდა, რასაც მსახიობების უკმაყოფილება და წუწუნი მოსდევდა. "გრავიტაცია" წყალქვეშა სცენის გადაღების დროს რეჟისორმა ალფონსო კუარონმა მთავარი როლის შემსრულებელ სანდრა ბალოკთან ერთად შეიკავა სუნთქვა, რათა დარწმუნებულიყო, ძალიან ბევრს ხომ არ ითხოვდა ის მსახიობისაგან, თუმცა რეჟისორი მალე მიხვდა, რომ მისი ფილტვები კონკურენციას ვერ გაუწევდა სანდრა ბალოკის ფილტვებს. "მულენ რუჟი" ფილმის გადაღების დროს ნიკოლ კიდმანი ატარებდა ყველაზე ძვირფას სამკაულს კინემატოგრაფიის ისტორიაში. გვირგვინი ინკრუსტრირებული იყო 1308 ბრილიანტით და საერთო ჯამში 134 კარატს იწონიდა, ხოლო მის ფასი მილიონ დოლარს შეადგენდა. "ქვეყნის დასასრული 2013-აპოკალიპსი ჰოლივუდურად" ჯეიმს ფრანკომ რეჟისორს შესთავაზა წვეულების სცენაში მისი ძმა დეივ ფრანკო გადაეღოთ, მაგრამ სეტ როგენმა უარი თქვა ამ იდეაზე იმ მოსაზრებით, რომ საბოლოო ჯამში მას მოუწევდა ფრანკოს მოკვლა, რაც მასში დეპრესიას გამოიწვევდა. "უოლ-სტრიტის მგლები" მსახიობ ჯონ ჰილს გადაღების მიმდინარეობის მთელი 7 თვის განმავლობაში გადაუხადეს მხოლოდ და მხოლოდ 60 ათასი დოლარი, ამასთანავე ამ თანხიდან მას დაექვითა საშემოსავლო, მაგრამ მსახიობის უდიდესი სურვილი იყო გადაეღოთ მარტინ სკორსეზეს ფილმში, ასე რომ ამ მიზერულმა ჰონორარმაც კი ამ ოცნებაზე მას უარი ვერ ათქმევინა. "შიმშილის თამაშები" ფილმის გადაღების დროს ჯენიფერ ლოურენსი რამოდენიმე დღით ცალი ყურით დაყრუვდა მას შემდეგ, რაც შეასრულა ურთულესი ტრიუკი: გადახტა აუზში დიდი სიმაღლიდან, სადაც მას დაარტყა წყლის ტალღამ. "გალაქტიკის მცველები" რეჟისორი ჯეიმს განი დიდხანს ეძებდა ვარსკვლავური ლორდის როლის შემსრულებელს. მას უნდოდა, რომ მსახიობს ისევე შეესისხლხორცებინა ეს როლი, როგორ რობერტ დაუნი უმცროსმა შეითვისა ტონი სტარკის როლი. რეჟისორს ასჯერ მაინც შესთავაზეს ამ როლზე კრის პეტი გაესინჯა, მაგრამ მან პრინციპულად ასჯერვე უარი თქვა ამ მსახიობზე. უშედეგო ძებნის შემდეგ განი იძულებული გახდა პრეტი გაესინჯა. ზუსტად 30 წამში ის მიხვდა, რომ ეს იყო ზუსტად ის, რასაც ის თვეების განმავლობაში ეძებდა. "ნაცრისფერის 50 ელფერი" მსახიობი ჯეიმი დორნანი გამოტყდა, რომ ემზადებოდა რა კრისტიან გრეის როლისათვის, ის რამოდენიმეჯერმე ესტუმრა კერძო სექს-დაწესებულებას. "კუზიანი მთა" გადაღების დაწყებამდე ერთი თვით ადრე ჯეიკ ჯილენჰოლი იძულებული გახდა მოენახულებინა "კოვბოების სავარჯიშო ბანაკი", რათა შეეგრძნო სოფლის ცხოვრების მთელი ხიბლი. რაც შეეხება ჰიტ ლეჯერს, მას არ დასჭირვებია ამის გაკეთება, რადგან მთელი ბავშვობა დასავლეთ ავსტრალიაში მდებარე ფერმაში გატარა და შესანიშნავად ესმოდა სოფლის მეურნეობა. "ტიტანიკი" ფილმის გადაღების დროს ვიღაც ცუღლუტებმა 50 მსახიობის და გადამღები ჯგუფის წევრების სადილში ჩუმად შეურიეს ფენციკლიდინი ანუ "ანგელოზის მტვერი ", რის შედეგადაც რამოდენიმე ადამიანის ჰოსპიტალიზირებაც კი გახდა საჭირო ჰალუცინაციის ნიშნებით. "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა" ფილმის გადაღებისას ჯოან როულონგის შვიდი წიგნიდან გამოსული იყო მხოლოდ ოთხი. ავტორი მიწვეული იქნა გადასაღებ მოედანზე არამარტო გადაღების პროცესის თვალყურის სადევნებლად, არამედ იმისათვისაც, რომ ფილმში შესული რომელიმე კადრი წინააღმდეგობაში არ ყოფილიყო რომანის გაგრძელებასთან. "ბინდი" ფილმის რეჟისორმა კეტრინ ჰარდვიკმა გადაღებების დაწყების წინ რობერტ პატინსონი აიძულა დაეფიცა ბიბლიაზე, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაააბამდა რომანს კრისტენ სტიუარტთან, რომელიც ამ დროს არასრულწლოვანი იყო (როგორც ჩანს, პატინსონი ათეისტია ან ვამპირები ბიბლიას არ ემორჩილებიან - ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით ). 522 12-ს მოსწონს |
კარგი იყო