ქალი და მამაკაცი პატარძალმა ქორწილის დროს უარი თქვა სასიძოზე და სხვას გაჰყვა ცოლად 2015, 20 თებერვალი, 13:50 ბოლვიდური(თუნდაც ჰოლივუდური) მელოდრამა გათამაშდა ინდოეთის ქალაქ რამპურში.პატარძალმა პირდაპირ ქორწილის დროს უარი თქვა სასიძოზე და სხვას გაჰყვა ცოლად იუწყება BBC News-ი.
პატარძალმა მსგავსი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როდესაც საკურთხეველთან მდგომ საქმროს ეპილეფსიური შეტევა დაემართა. მოწმეების განცხადებით გოგონა ძალზე გაბრაზდა, იგი გააღეზიანა იმ ფაქტმა, რომ საპატარძლოს დაუმალეს სასიძოს ქრონიკული ავადმყოფობა.მისივე განცხადებით, გოგონას ქორწილამდე უნდა სცოდნოდა საქმროს დიაგნოზი. ამის შემდეგ გაწბილებულმა ინდირამ რადიკალურ ხერხს მიმართა.მან ქორწილში მყოფ სტუმრებს მიმართა:თუ მოიძებენებოდა მსურველი მამაკაცი, რომელიც მასზე დაქორწინდებოდა. გოგონას დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია.მისი ცოლად მოყვანის სურვილი სიძის ერთ-ერთმა შორეულმა ნათესავმა გამოთქვა.საქორწილო ცერემონიალი გაგრძელდა. როგორც გამოცემა იუწყება, ამ ფაქტმა სასიძოს ახლო ნათესავები ძალზე გაანაწყენა.მათ გადწყვიტეს პოლიციისთვის მიემართათ.თუ რა შედეგით დამთავრდა მათი საჩივარი უცნობია. 330 9-ს მოსწონს |
რა სისულელეა იმ დღესვე იქვე აარჩიო საქმრო:)))))))
გიჯები არიან