x
image
cxvedo
სტანდარტული Chevrolet Corvette-ის საოცარი მაჩვენებელი
ამერიკული ავტომობილების გულშემატკივრებს შეუძლიათ იამაყონ, რადგან ამერიკულ სტანდარტულ სპორტულ ავტომობილს, Chevrolet Corvette Stingray C7 Z06-ს ყოველგვარი გაძლიერებების გარეშე შეუძლია ერთერთი საუკეთესო დრო აჩვენოს 1/4 მილ მანძილზე.


Standard Chevrolet Corvette Stingray C7 Z06 - 10, 9 seconds on quarter


აღნიშნული ფაქტი ფლორიდაში, Palm Beach International Raceway-ში დაფიქსირდა, როდესაც ერთერთი მონაწილე აღნიშნული ავტომობილით გამოვიდა. შეგახსენებთ, რომ ავტომობილი ქარხნული პაკეტით იყო, ყოველგვარი ტუნინგის გარეშე. რა თქმა უნდა, ქარხნულ პაკეტში არ იგულისხმება საბურავები, რომლებიც ავტომობილს Michelin Sport Cup P285/30ZR19 წინა თვლებზე, ხოლო 335/25ZR20 უკანა თვლებზე ეყენა.




აქვე შეგახსენებთ ავტომობილის ქარხნულ მონაცემებს: Chevrolet Corvette Stingray C7 Z06 აღჭურვილია 6.2 ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც 650 ცხენისძალის ტოლ სიმძლავრეს გამოიმუშავებს. მას 1/4 მილის (402 მეტრი) დასაფარად 10.9 წამი დაჭირდა, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 204.3 კმ/სთ-ში განავითარა.

იმედია, ტუნინგში არ გაითვალისწინებენ Chevrolet Corvette Stingray C7 Z06-ის "არაქარხნულ" საბურავებს.








0
20
3-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0