სიახლეები Mercedes-Benz მძღოლის გარეშე 2014, 23 ოქტომბერი, 9:43 2015 წლის იანვარში, ლას-ვეგასში დაგეგმილ ელექტრონიკის უახლესი მიღწევების გამოფენაზე გერმანული ავტოგიგანტი Mercedes-Benz გეგმავს ინოვაციური, უპილოტო ავტომობილი წარადგინოს.
ახალ პროდუქციას წარადგენს Daimler CEO Dieter Zetsche, თუმცა უცნობია ავტომობილს სხვა დამატებითი რა ფუნქცია ექნება, გარდა იმისა, რომ მძღოლისაგან დამოუკიდებლად შეძლებს სიარულს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია Mercedes-Benz-მა ოფიციალური ნებართვა მიიღო, კალიფორნიის გზებზე გამოეცადა უპილოტო ავტომობილი. როგორც ცნობილია, იანვრამდე არაა დაგეგმილი არცერთი გამოფენა, ასე, რომ აღნიშნული ავტომობილის დებიუტი ლას-ვეგასში შედგება. 105 1-ს მოსწონს
|