x
image
cxvedo
მომავლის ავტომობილები - Audi TT, Audi A5, Audi A9
სტატიაში შემოგთავაზებთ საკმაოდ ცნობილი ავტომწარმოებლის, Audi-ის მიერ შემოთავაზებული მომავლის ავტომობილების ფოტოებს მცირეოდენი აღწერით.


2015 Audi TT,  2016 Audi A5,  2018 Audi A9


ესენი გახლავთ 2015 წლის Audi TT, 2016 წლის Audi A5 და 2018 წლის მოდელი Audi A9.


კომპანია Audi ცდილობს თავისი ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიოს მოწინავე საავტომობილო ფირმებს შორის, BMW-სა და Mercedes-Benz-ის გვერდით. ამისთვის იგი აპირებს მომავლის ავტომობილების წარმოებას. ეს ავტომობილები იქნებიან მესამე თაობის TT, მეორე თაობის A5 და ყველა დროის ყველაზე კომფორტული მოდელი, რომელსაც A9-ს უწოდებენ.



2015 Audi TT


ამ სამი ჩამოთვლილი მოდელიდან პირველი იქნება TT. იგი პირველად ფრანკფურტის ავტოშოუზე გამოჩნდა 1995 წელს. მესამე თაობის TT-ს წარმოებას კომპანია Audi 2014 წლის ბოლოს და 2015 წლის დასაწყისში აპირებს. როგორც მწარმოებლები გვპირდებიან, ეს იქნება ერთერთი ყველაზე ორიგინალური 2015 წლის მოდელი. როგორც იგეგმება, მისი ძრავის მოცულობა იქნება V4 2.0, რომლის სიმძლავრეც 300 ცხენის ძალა იქნება. იგეგმება ასევე TT RS-ის წარმოებაც, რომლის სიმძლავრეც 380 ცხენის ძალამდე იქნება. როგორც ძველ მოდელებს ახასიათებდა, ესენიც Quattro სტილის იქნებიან, ანუ წამყვანი თვლები ექნება ყველა.


2016 Audi A5


შემდეგი მოდელი იქნება A5, რომელიც A4, A5, Q5, A6, A7 და A8 მოდელების იდეალური შერწყმის შედეგი იქნება. A5 იქნება კუპეც, კაბრიოლეტიც, S-იც და RS სტილიც. ასევე მრავალფეროვანი იქნება მათი ძრავებიც - 4 ცილინდრიანი, 6 ცილინდრიანი და 8 ცილინდრიანი. სავარაუდოდ A5 მოდელი იქნება ჰიბრიდულიც. იგეგმება A5 ელექტრომობილის წარმოებაც.


2018 Audi A9


მოდელი A9 იქნება სპორტული A7-ისა და კლასიკური A8-ს დახვეწილი ნაზავი. ავტომობილი იქნება "ყველგანმავალი", რის გამოც ჯერ კიდევ დაუზუსტებელია ავტომობილი A9 იქნება თუ Q9, მაგრამ მეტი ვარაუდით ეს საოცარი მომავლის ავტომობილი A9 მოდელის სახელით გაეცნობა მსოფლიოს.


კომპანია Audi-ის წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ მათი მოდელები ბევრად უფრო დიდ პოპულარობას მოიპოვებენ, ვიდრე სხვა ავტომწარმოებლების.



5
56
14-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
56
  
2013, 22 ივნისი, 23:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი cxvedo-ის კომენტარზე
2013, 22 ივნისი, 23:02
როგორ მეგონა რომ ეს სტატია პოპულარული იქნებოდა, ჯერ ერთი იმის გამო, რომ აუდი ყველასთვის საყვარელი მარკაა და მერე იმიტო, რომ მეგონა ეს სიახლეები დააინტერესებდა ხალხს :)
2013, 21 ივნისი, 14:42
საღოლ აუდი რა :)
2013, 21 ივნისი, 12:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2013, 21 ივნისი, 11:47
BMW მევასება ძაან
0 1 5