სიახლეები ავტომობილი, რომელიც ივლის გზებზე, ქვიშაზე, ყინულისა და წყალზე 2013, 21 ივნისი, 11:07 ავტომობილი, რომელიც ივლის გზებზე, ქვიშაზე, ყინულისა და წყალზეც კი. ეს არ გეგონოთ რაიმე სახის კომიქსი ან მითი. ეს სკანდალური განცხადება კომპანია Volkswagen-ის წარმომადგენლებმა გააკეთეს.
ეს იქნება 2020 წლის ავტომობილი Volkswagen Aqua, რომელიც საოცარი ტექნოლოგიით იქნება აღჭურვილი. მას გააჩნია 4 კვების წყარო და ინტეგრირებული გასაბერი ბალიშები, რომელთა საშუალებითაც მას შეეძლება გრავიტაციის დაძლევა და მიწიდან ჰაერში ასვლა. Volkswagen Aqua გამოიყენებს წყალბადის 2 ძრავს. ავტომწარმოებლების გათვლებზე დაყრდობით იგი ნახშირბადს თითქმის არ გამოყოფს, ასე რომ, იგი ეკოლოგიაზე ყველაზე მზრუნველი ავტომობილი იქნება. ავტომობილს გვერდით ნაწილზე ექნება გასაბერი ბალიშები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მისი "ფრენა" და მიმართულების კონტროლი. კომპანიის წარმომადგენლების ვარაუდით, ავტომობილი მალე მოიპოვებს სუპერ ავტომობილის წოდებას და იგი ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი. ჩინეთის უნივერსიტეტ Xihua-ს სტუდენტმა წარმოადგინა დასრულებული ანგარიში ამ მოდელთან დაკავშირებით და ამისათვის CDN-ის ჩინეთის საავტომობილო ჯილდოც მიიღო. ქალბატონი Yuhan-ის განცხადებით ავტომობილს არ ეყოლება ანალოგი - იგი შეუდარებელი იქნება ჰაერში, მიწაზე, ქვიშაზე, წყალზე... იგი იქნება უნიკალური ყველგანმავალი და მისი საშუალებით ადამიანებს ყველგან შეეძლებათ მოგზაურობა. 418 14-ს მოსწონს |
ჩემი ოცნება არის G63 ამგ მაგრად მომწონს