სიახლეები მეფის დაბრუნება - Mercedes-benz GWA 300 SLC 2013, 23 აპრილი, 14:06 "მეფე დაბრუნდა, გაუმარჯოს მეფეს" ასეთი სათაურით გავრცელდა Mercedes-benz-ის GWA 300 SLC მოდელის გამოჩენაზე ინფორმაცია ინტერნეტ სივრცეში. ამერიკულმა კომპანიამ, Gullwing America-მ, გადაწყვიტა "ტუნინგი" გაეკეთებინა Mercedes-Benz SLS AMG-ისთვის. სტილის შეცვლა არ იგეგმება, შეიცვლება ინტერიერი, ქრომირებული დისკები. მანქანა 1955 წლის გერმანული მოდელის, 300 SC (W188)-ის თანამედროვე ვერსია იქნება. GWA 300 SLC-ის შეკვეთა ფირმამ აღმოსავლეთ ევროპიდან უცნობი კლიენტისაგან მიიღო. ამერიკელი მანქანის გათანამედროვეობას გეგმავენ, თუმცა მანქანის გაფორმეაში კვლავ დარჩება ალუმინისა და ნიკელის ნაკეთობები ისევე, როგორც 50-იან წლებში იყო. ავტომობილს დაამშვენებს თანამედროვე დიოდური (LED) ფარები. სპოილერი სალონთან უფრო ახლოს გადაინაცვლებს. აღსანიშნავია ასევე ტექნიკური განახლებაც, რომელიც შეამცირებს გამონაბოლქვს. სამუხრუჭე სისტემა იქნება უფრო დახვეწილი, რათა უზრუნველყოს დამუხრუჭება დროის, რაც შეიძლება, მცირე მონაკვეთში. ავტომობილის დიზაინში შეიცვალა საბურავების ზომებიც: უკანა საბურავი 22 ინჩი (იგივე დიუმი - 2, 54 სანტიმეტრი) იქნება, ხოლო წინა 21 ინჩი. უცნობია ევროპის რომელი ქალაქის ქუჩებში ივლის ეს ავტომობილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ გამორჩეული იქნება ყველგან. ავტომობილის ძრავა არის ბენზინის Mercedes-Benz SLS AMG-ის ცნობილი 6, 2 ლიტრიანი V8 571 ცხენის ძალით. 100 კილომეტრამდე სიჩქარეს ავტომობილი ავითარებს 4 წამში, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 315კმ/სთ-ში აქვს. ეს ავტომობილი იაფი ნამდვილად არ ეღირება, რადგან ფირმის დიზაინერებმა უდიდესი შრომა გაწიეს, რომ 1955 წლის მოდელისთვის თანამედროვე ელემენტები მოერგოთ. საოცარი თანამედროვე ავტომობილი, საოცარი შესაძლებლობებით და თან რეტრო სტილში, მგონი, ბევრი ადამიანის ოცნება გახდება. სავარაუდოდ ეს ავტომობილი თავის ადგილს დიდებული და იშვიათი ავტომობილების გვერდით მალე დაიკავებს. შეგიძილიათ, ამ ავტომობილზე დამატებით წარმოდგენა შეიქმნათ მიბმული ვიდეო ფაილდებიდან. 271 12-ს მოსწონს
|