x
image
მანჩო 777
როგორ აღმოჩნდა 300 წლის წინ აშენებული ტაძრის ფასადზე ასტრონავტის სკულპტურა? - ისტორიის ამოცანა
დასავლეთ ესპანეთში მდებარეობს უძველესი ქალაქი სალამანკა, რომელიც ქვეყნის მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიულ ცენტრს წარმოადგენს. ქალაქში უამრავი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობაა, რომელთა შორის აღსანიშნავია XV - XVIII საუკუნეებში აშენებული ეგრეთწოდებული ახალი ტაძარი (Catedral Nueva). მშენებლობა 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, ასე რომ კათედრალური ტაძარი აშენებული იქნა პლატერესკოს სტილში გოთიკის ელემენტებით. Catedral Nueva-ს ფასადი, ისევე როგორც სხვა გოთიკური ტაძრებისა, შემკულია ურჩხულების სკულპტურებით. ისინი წარმოადგენდნენ ბოროტების სიმბოლოს, რომელთანაც ადამიანებს შეხვედრა უხდებოდათ ეკლესიის გარეთ, თუმცა ტაძრის შიგნით მათი ადგილი არასოდეს ყოფილა.


image


მკვლევარების გაოცება გამოიწვია ამ რამოდენიმე ხნის წინ ტაძრის ფასადზე არსებული უამრავი ურჩხულისა და დემონის სკულპტურას შორის ასტრონავტის ფიგურის აღმოჩენამ.

ციფრული ოპტიკის განვითარების შედეგი იყო ის, რომ ტურისტებმა ფირზე აღბეჭდილ უცნაურ ფიგურას მიაქციეს ყურადღება. მოყვარული ფოტოგრაფების მიერ გადაღებული საინტერესო სურათების ნახვამ მეცნიერთა დაინტერესება გამოიწვია: როგორ შეიძლება, რომ 300 წლის ტაძრის ფასადზე აღმოჩნდა კოსმონავტის სკულპტურა?



image


მისტიკური საიდუმლოებების მოტრფიალე მეცნიერები და სენსაციის მოყვარული ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ ეს ფიგურა უცხოპლანეტელების ან დროში მოგზაურების შემოქმედებაა. აი ეკლესიის მსახურებს კი ამ კითხვაზე არაერთგვაროვანი პასუხი აქვთ.

ტაძართან არსებული მუზეუმის დირექტორი ამ ფაქტს 1990 წელს ჩატარებული ტაძრის რესტავრაციის დროს რესტავრატორების მიერ ჩადენილ ხუმრობად თვლის, რადგან ტრადიციის მიხედვით, რესტავრაციის ოსტატებს უფლება აქვთ ესა თუ ის ელემენტი დაამატონ თანამედროვე ეპოქიდან. სავარაუდოდ, ამ შემთხვევაში ოსტატებმა ასტრონავტის ფიგურა დაამატეს, მაგრამ ტაძრის წინამძღოლი (ვიკარი) კატეგორიულად არ ეთანხმება ამ მოსაზრებას: ის ამბობს, რომ კათოლიკური ტაძრები შენდება ათასეული წლების განმავლობაში დაკანონებული მკაცრი წესების მიხედვით და ამიტომ ყველანაირი "არქიტექტურული ცელქობები" გამორიცხულია. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ 1985 წლიდან ტაძარი იმყოფება "იუნესკოს" ზედამხედველობის ქვეშ, ასეთი ძეგლის რესტავრაციასთან დაკავშირებული საბუთები კი უამრავ საერთაშორისო ექსპერტიზას გადის დასამტკიცებლად. უბრალოდ დაამატო ტაძარს ასტრონავტის ან სხვა რაიმე უჩვეულო ფიგურა-პრაქტიკულად შეუძლებელია.


image


მაგრამ როგორ აიხსნება კიდევ ერთი უცნაური ფაქტი, რომელიც არანაირად არ თავსდება 300 წლის წინანდელი არქიტექტურის ჩარჩოებში?- ესაა ტაძრის ფასადზე არსებული დრაკონის უჩვეულო ფიგურა, რომელსაც ხელში უჭირავს არც მეტი, არც ნაკლები..... ვაფლის ნაყინი!!!


image


P.S. იმედია, მეცნიერები და მკვლევარები მალე ნათელს მოჰფენენ ამ ბურუსით მოცულ ამბავს და ამოხსნიან ისტორიის კიდევ ერთ საიდუმლოებას.

6
136
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
136
  
2015, 14 მაისი, 3:17
Tan ashkarad dzan egemriela nayini drakons. :P ra saxe aqvs. :D
2015, 7 მარტი, 18:42
ცოტა არიყოს "გამეცინა" კოსმონავტსა თუ ნაყინიან დრაკონზე, არამგონია აქ რამე მისტიკური ხელი ერიოს ალბათ უფრო რესტავრატორების არცთუისე მისაღები ხუმრობაა!!!
2015, 18 თებერვალი, 16:42
აქ ეგეთები ხდებააა :დდდ
აღარაფერი არ მიკვირს უკვე...
2015, 18 თებერვალი, 16:28
კარგი სტატიაა. მანჩო სტატიას 65 გაზიარება აქვს და 23 ნახვა და რამე ხარვეზი ხომ არ არის?
2015, 18 თებერვალი, 16:08
მადლობა , ინ...მიყვარს ასეთი იდუმალებით მოცული ამბები :)
2015, 18 თებერვალი, 16:02
ძალიან ძალიან კარგი,საინტერესო და იდუმალი სტატიაა
0 1 6