სიახლეები ახალი მსოფლიო რეკორდი Porsche 911 Turbo-სგან 2015, 18 თებერვალი, 10:49 დამყარდა ახალი მსოფლიო რეკორდი, რომელიც Porsche 911 Turbo-ს ეკუთვნის. რეკორდი 1/4 მილზე 8.817 წამი, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 264 კმ/ს დაფიქსირდა. ეს გახლავთ ტუნინგკომპანია Ekanoo Racing კიდევ ერთი საამაყო ქმნილება. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ კომპანიას ეკუთვნის მსოფლიოს უსწრაფესი Toyota Supra, რომელმაც ფენომენალური შედეგები აჩვენა (1/4 მილ მანძილზე მისი დრო 6.04 წამი, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 374 კმ/სთ-ში გახლდათ). წარმოგიდგენთ ამ ფაქტის ვიდეომასალას: მაგრამ, ახლა საუბარი Porsche 911 Turbo-ზეა, რომელიც 997-ის ძარაზეა და Ekanoo Racing-ის წარმომადგენლებისა და ამ კომპანიის მფლობელის, Ebrahim Mohammed Kanoo-ს დიდი ღვაწლის წყალობითაა პოპულარული. ბატონი Ebrahim Mohammed Kanoo მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახის წარმომადგენელია და რა გასაკვირია, თუ ამ შესაძლებლობების მქონე ავტომოყვარულს ტუნინგკომპანია აქვს?! შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტუნინგკომპანია იმ გამორჩეულ კომპანიებს შორისაა, რომელთა აწყობილი ავტომობილები 1/4 მილ მანძილს 9 წამზე ნაკლებ დროში ფარავენ. მათი ავტომობილები აკმაყოფილებენ დრაგისათვის საჭირო ყველა ფიქსირებულ NHRA სტანდარტს. კომპანიის ინჟინრების განცხადებით, აღნიშნული ავტომობილის შედეგების გაუმჯობესება ჯერ ახლა იწყება. 250 5-ს მოსწონს
|