საზოგადოება როგორ იშიფრება და რატომ იწერება ლათინურად GDS ან რას ნიშნავს "პორტირება": ლევან ღვინჯილიას შეკითხვები ახალ წამყვანს 2015, 17 თებერვალი, 12:40 "რამდენიმე შეკითხვა ჟურნალისტ მაკა ცინცაძეს {ტკ "ჯიდიესის" ახალი პროგრამის შესაძლო წამყვანს} : ~ ქალბატონო მაკა! 1.ხომ არ იცით, ამ ტელეკომპანიის სახეწოდება რატომ იწერება ლათინური ასოებით? {თუ იმის თქმას აპირებთ, რომ ესაა კომპანიის ინგლისური სახელწოდების აბრევიატურა – "ჯ–ორჯიან დ–რიმ ს–ტუდიო" ( "ქართული ოცნების სტუდია"), ამ პასუხს ვერ მივიღებ, რადგანაც ნებისმიერი უცხოური საკუთარი სახელი მშვენივრად იწერება ქართული ანბანით: "აშშ"–სა, "ობამასა", "ნოტრდამსა" და "ვაშინგტონ–ნიუიორკზე" რომ არაფერი ვთქვათ, "თიბისი", "პეესპე", "ჯიპისი", "ავერსი", "ვერსია" და "რეზონანსი" თუ იწერება ქართული ანბანით, ეს "ჯიდიესი" (GDS) ~ ra gaxda asethi, qarthulad rom ar iwereba? იქნებ სხვა პასუხი გაქვთ? სიამოვნებით მოგისმენთ}. 2.{''მაესტროდან'' ჩემი წამოსვლა ''ჯი-დი-ეს''-ზე პ ო რ ტ ი რ ე ბ ა ს არ უკავშირდებოდა"–ო ~ ბრძანებთ თქვენ ერთ ინტერვიუში}. ~ხომ ვერ ამიხსნით, "პორტირება" ამ შემთხვევაში რას ნიშნავს?... ეს ისაა, მაგთის აბონენტებს რომ გვეხვეწებოდნენ: "ჯეოსელზე" ან "ბილაინზე" გადმოპორტირდითო?... მერედა, სად მობილური ტელეფონის ნომერი და სად უმშვენიერესი ჟურნალისტი ქალბატონი? 3."პროექტს ამზადებს ''საზოგადოება 20-30'' ~ ესეც თქვენი სიტყვებია. "20–30" თუ "2030"? იმედია, განსხვავებას ამჩნევთ? 4." მენატრებოდა დ რ ა ი ვ ი ეთერში გასვლის წინ." ~ დიდი ბოდიში, ქალბატონო მაკა, მომიტევეთ ჩემი უმეცრება და დროსჩამორჩენილობა : რა გენატრებოდათ? "დრაივი"? ( drive?) ~ანუ: "ძლიერი და დაბალი დარტყმა ჩოგბურთში"?...და თქვენ აპირებთ, რომ ბატონ ბიძინას ამგავრი ლექსიკით ესაუბროთ? ერთი წუთით არ იფიქროთ, რომ მე თქვენს "მიჭირხვნას" ვაპირებდე. უბრალოდ ვიკითხე ის, რაც არ ვიცი; ეს კი სულაც არაა საძრახი ჩვევა. 5. და ბოლოს: "ჩემთვის საინტერესო უნდა იყოს ადამიანი, რომელიც მაკრიტიკებს, უნდა ჰქონდეს გამოცდილება და სიტყვა ეთქმოდეს." ~ რა ბედნიერი ვიქნებოდი, ასეთ ადამიანთა რიგებს თუ მიმაკუთვნებდით, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც მესიამოვნებოდა თქვენი პასუხების წაკითხვა (თქვენმა ინტერვიუმ 10–ჯერ მეტი კითხვა გააჩინა, მაგრამ თქვენს გადაღლას მოვერიდე.); ~დანარჩენს მაშინ მოგახსენებთ, როცა თქვენი გადაცემის სტუმარი გავხდები; და თუ ეს იქნება "მის უმდიდრესობასთან " ერთად, ხომ მთლად გადასარევი.... გუწრფელად გისურვებთ წარმატებებს!!!" - ასეთ სტატუსს აქვეყნებს ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია ფეისბუქის პირად გვერდზე. 517 9-ს მოსწონს 1-ს არა
|