საზოგადოება ულამაზესი ნინი გოგიჩაიშვილი დუბაიში ისვენებს (+ფოტოები) 2015, 13 თებერვალი, 19:30 ულამაზესი და საოცრად მიმზიდველი ნინი გოგიჩაიშვილი გოგიჩას და ნათია ბანძელაძის ქალიშვილია. იგი ცდილობს, რომ თავი დაიმკვიდროს ტელევიზიაში თავისი მშობლებისა და დის მსგავსად და საზოგადოების ფართო მასებმა გაიცნონ. ნინი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა გერმანიაში, ახლა კი საქართველოშია თავის მშობლებთან და დაიკოსთან ერთად. ახლახანს მან გამოაქვეყნა სურათები, სადაც თავის დასთან, ნანუკა გოგიჩაიშვილთან და სხვა მეგობრებთან ერთად დუბაიში იმყოფება. როგორც ჩანს იგი მშვენივრად ისვენებს და მზეს ეფიცხება. დებმა გოგიჩაიშვილებმა აქაურ სიცივეს დროებით თავი დააღწიეს და თავს უფლება მისცეს დაესვენათ. ვნახოთ ნინის მიერ მის პირად "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებული სურათები, სადაც უკვე მის სხეულს ნამზეურიც ეტყობა. 2350 4-ს მოსწონს 1-ს არა
|