x
image
worldsport.ge
“რივერ პლეიტი” აიმარს 5 თვე მოისაკლისებს

image“რივერ პლეიტის” 35 წლის არგენტინელი ნახევარმცველი პაბლო აიმარი გუნდს 5 თვით დააკლდება. არგენტინული მედიის ცნობით, აიმარს კოჭის ტრავმა აწუხებდა, რის გამოც ოპერაცია გაიკეთა.
წყაროს ცნობით, ოპერაცია წარმატებულად ჩატარდა, მაგრამ აღდგენით პროცესს 5 თვე დასჭირდება.
აიმარი “რივერ პლეიტში” იანვრის თვეში გადავიდა. პაბლო არგენტინულ კლუბში 1996-2001 წლებშიც თამაშობდა.





ლაშა ქოიავა

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0