ფეხბურთი
“რივერმა” რეკოპა სუდამერიკანა მოიგო
2015, 12 თებერვალი, 12:34

ბუენოს აირესის “რივერ პლეიტი” რეკოპა სუდამიერიკანას თასის მფლობელია. “რივერმა” ორრაუნდიან ფინალურ დაპირისპირებაში ასევე არგენტინის “სან ლორენცო” დაამარცხა. დედაქალაქელებს პირველი შეხვედრა შინ 1:0 ჰქონდათ მოგებული და დღეს გამთენიისას სტუმრადაც ანალოგიური ანგარიშით იმძლავრეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი კარლოს სანჩესმა გაიტანა.
“რივერ პლეიტმა” აღნიშნული ტურნირი ისტორიაში მეორედ მოიგო.
გიორგი მელქაძე
www.worldsport.ge