კულტურა საინტერესო ფაქტები თანამედროვე გერმანიაზე 2015, 10 თებერვალი, 10:17 1-გერმანიაში იმ მოქალაქის გამოსახლებაც კი ბინიდან ძალიან გაძნელებული ან იშვიათია, რომელიც გადასახადებს არ იხდის. 2-სამხრეთელების და ჩრდილოელების დიალექტი იმდენად განსხვავებულია, რომ ფილმს ტიტრები აქვს დართული, თუ ვთქვათ სამხრეთელი ლაპარაკობს. 3- გერმანიაში მცხობელ ქალს კრიტიკულ დღეებში ეკრძალება პურის გამოცხობა. 4-თუ თქვენ ვალები გაქვთ, თუნდაც ნახევარი მილიონი, საკმარისია განაცხადოთ ამის შესახებ, თქვენ აუცილებლად გიშოვიან სამსახურს, 1000 ევროს დაგიტოვებენ იმისთვის, რომ შიმშილით არ მოკვდეთ, ხოლო 10 წლის შემდეგ საერთოდ ჩამოგაწერენ ვალს. 5-თითქმის ნებისმიერი საგნის რემონტი გერმანიაში იმდენად ძვირი ჯდება, რომ ჯობია ახალი იყიდო. 6-გერმანელები თავიანთ ნაცისტურ წარსულს ისე ეპყრობიან, როგორც აბორიგენები მათ მიერ შეჭმულს კუკს. გერმანელების მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს ჩადენილ დანაშაულის პასუხიმგებლობას ბავშვებს საბავშვო ბაღიდან უნერგავენ. 7-გერმანიაში ნაქირავებ ბინაში ცხოვრება ნორმაა. იქ მოსახლეობის სამი მეოთხედი ნაქირავებ ბინებში და სახლებში ცხოვრობს.მათ შორის საკმაოდ შეძლებულებიც. მქირავებლის დაცულობა საკმაოდ მაღალია. 8-ბავარიაში ნებადართულია სამუშაოზე ერთი კათხა ლუდის დალევა. 9-ალკოჰოლური თრობის დროს ჩადენილი დანაშაული ბრალდებულს შემამსუბუქებელ გარემოებად ჩაეთველება სასამართლო პროცესზე.გამონაკლისია ავტო საგზაო შემთხვევა და თანამდებობრივი დანაშაული. 10-ქუჩის მათხოვრების უმეტესობას ძაღლი ჰყავს.ისინი ამის გამო მოქალაქეებისგან დამატებით თანხებს ღებულობენ. 11- გერმანიაში მამაკაცი უფრო მეტია ვიდრე ქალი. 12- გერმანიაში სიტყვა "უცხოელი"(გადამთიელი) შეურაცხყოფად ითვლება. 13- გერმანიაში სანამ სათევზაოდ წასვლას გადაწყვეტ, მანამდე სპეციალური კურსები უნდა დაამთავრო.სწავლების დროს ერთ-ერთი საინტერესო პუნქტია, როგორ უნდა მოეპყრო თევზს დაჭერის შემდეგ, დიდხანს რომ არ აწამო. 14- გერმანიაში "ზებრაზე" თვალებდახუჭულმაც კი შეიძლება გაიარო იმდენად უსაფრთხოა. 15-გერმანიში ნაგავი კატეგორებად არის დაყოფილი:ცალცალკეა კვების ნარჩენების, პლასტიკატის, შუშის, ქაღალდის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის კონტეინერები.(შესაბამისი განმასხვავებელი ფერით) 16- გერმანიაში კვირაობით მაღაზიები და სუპერმარკეტები არ მუშაობს. ამ დღეს რაიმეს ყიდვა შესაძლებელია მხოლოდ ავტოგასმართ სადგურებში, კიოსკებში ან ვაგზალზე. 17- გერმანიაში შეიძლება ნახოთ მამაკაცები, რომელსაც ცხოვრებაში არასდროს უჩხუბიათ.გერმანელების მენტალობა ისეთია, რომ ჩხუბს პირველი იშვიათად წამოიწყებს, მაგრამ თუ ჩაერთო ბოლომდე იბრძოლებს. 1106 4-ს მოსწონს
|