x
image
ვიზა კოხაძე
მეცნიერების აზრით, გულ - სისხლძარღვთა დაავადებები შესაძლოა ტკბილეულის აკრძალვამ გამოიწვიოს

imageდიდი ხანია, შაქარი უჯიდურესად მავნე პროდუქტად არის მიჩნეული, სიმსუქნისკენ მიდრეკილი ადამიანების უმეტესობა უარს ამბობს ტკბილეულის მიღებაზე და რაციონიდან საერთოდ აქრობს შაქარს, რადგანაც დიეტების უმეტესობა ხომ სწორედ უშაქროდ და ტკბილეულის გარეშეა შედგენილი, ხშირად ამას მიაწერენ მოხდენილ ფიგურასა და რაღა თქმა უნდა - ჯანმრთელობასაც.

ბოლოდროინდელი მეცნიერული კვლევის შედეგად ჰარვარდის ღეროვანი უჯრედების ინსტიტუტის მკვლევარები საპირისპიროს ამტკიცებენ და მოუწოდებენ საზოგადოებას უბრალო ნახშირწყლები ადამიანის ყველაზე საშიშ მტრებად არ გამოცხადდეს - მათი აზრით, ეს " უკიდურესობაში" გადავარდნა იქნება, რადგან რაციონიდან ნახშირწყლებით მდიდარი საკვები პროდუქტების ამოღებამ შესაძლოა ათეროსკლეროზი, გულ - სისხლძარღვთა დაავადება და კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა გამოიწვიოს.imageimageimageსპეციალისტებმა გადაწყვიტეს, შეესწავლათ რამდენად სახიფათო და ჯანმრთელობისთვის საშიში იყო ნახშირწყლების გარეშე მარტო ცილოვანი პროდუქტების მიღება. მათ ექსპერიმენტი ჩაატარეს მღრღნელებზე და კვლევის შედეგად დაასკვნეს, რომ ნახშირწყლების გარეშე მღრღნელების სისხლძარღვების კედლები დასუსტებული და ნაკლებად ელასტიური იყო, რაც პათოლოგიების განვითარების მიზეზი გახდა.

„ნახშირწყლების აკრძალვამ შესაძლოა გულ-სისხლძარვთა სისტემის დაავადების განვითარების რისკი გაზარდოს“, - დაასკვნეს მეცნიერებმა.

ექიმები შეშფოთებას არ მალავენ, რომ “სილამაზის სტანდარტად აღიარებული“ სიგამხდრე ბევრ ადამიანს (განსაკუთრებით ქალებს) აიძულებს ნახშირწყლების შემცველ პროდუქტებზე უარი თქვან. მათი აზრით, ამ ფორმით მიღწეულმა სიგამხდრემ შესაძლოა გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობა დააზიანოს. მკვლევარები აცხადებენ, რომ ბევრი ტკბილეულის მიღება დაუშვებელია, თუმცა მასზე საერთოდ უარს თქმაც არანაკლებ საფრთხის შემცველია ჯანმრთელობისთვის.image

0
88
8-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0