სიახლეები მცირელიტრაჟიანი Ferrari 2015, 6 თებერვალი, 11:21 საგაზაფხულო Motor Show-სთვის, რომელიც იგეგმება ჟენევაში, წარმოდგენილი იქნება Ferrari-ს ახალი მოდელი. აღნიშნული ავტომწარმოებელი კომპანია მუშაობს ელექტრული ტექნოლოგიების გაუმჯობესებაზე. წინასწარი მონაცემებით Ferrari 458-ს ეხება აღნიშნული ტექნოლოგიების გამოცდა. ახალი Ferrari 458 აღჭურვილი იქნება 8 ცილინდრიანი პატარა მოცულობის ძრავით. წინასწარი მონაცემებით ეს არის 3.8 ლიტრიანი ტურბინიანი ძრავი. მისი ძირითადი კონკურენტი იქნება McLaren 650S. ჯერჯერობით, არ წყდება მითქმა-მოთქმა, თუ რამ გამოიწვია ძრავის მოცულობის შემცირება. ზოგიერთი მარკეტოლოგის თვალსაზრისით, მსგავსი ქმედება კომპანიის გაყიდვებისთვის და ბაზის მოთხოვნების გათვალისწინებით მოხდა, რადგან Ferrari 458 4.5-ლიტრიანი V8 ძრავით არ გახლდათ, გაყიდვების მხრივ, დიდად პოპულარული ავტომობილი. 45 3-ს მოსწონს
|