საქართველო ჩიორა თაქთაქიშვილი: - "ეკა ბესელია - ამაზე დიდი სირცხვილი არ ახსოვს მრავალტანჯულ ქართულ პოლიტიკას" 2015, 6 თებერვალი, 0:01 საქართველოს პარლამენტი კვლავ ურთიერთდაპირისპირების ეპიცენტრადაა ქცეული და როგორც მამაკაცები, ასევე ქალი პარლამენტარებიც არ იშურებენ ერთმანეთის მისამართით შეურაცხმყოფელ გამოსვლებს. ამჯერად საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი " ქართული ოცნების" ერთ - ერთ აქტიურ სახეს ქალბატონ ეკა ბესელიას დაუპირისპირდა და სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა სტატუსით: - " ეკა ბესელია - ამაზი დიდი სირცხვილი არ ახსოვს მრავალტანჯულ ქართულ პოლიტიკას".ჩიორა თაქთაქიშვილის ვარაუდით, უმრავლესობის წევრს ეკა ბესელიას მალე "კორუფციულ სქემებში ამხელენ". აი რას წერს " ნაციონალური მოძრაობის" წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი: ( ტექსტს უცვლელად გთავაზობთ ) - " .. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ღარიბაშვილივით მასაც მალე მოისვრიან ისტორიის სანაგვეზე, კორუფციულ სქემებშიც ამხელენ და ისიც მალე დადგინდება, ვისი დავალებით შერაცხა მან რუსი ჯაშუშები პოლიტპატიმრებად. იმედია, დაჩი დარჩიას მკვლელობასაც გამოიძიებენ და რეალურ დამნაშავეებს დაადგენენ. ცოტა დრო არის დარჩენილი და მოვითმენთ, გავუძლებთ, მაგრამ დღეს ის წარმოადგენს საქართველოს, საუბრობს ქართველი ხალხის სახელით და ეს არის სირცხვილი".
საპარლამენტო უმცირესობის ამ წერილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში და საზოგადოების დიდი ნაწილი ( სავარაუდოდ ეს ახლახანს სამსახურებიდან " ვითომდა ობიექტური გასაუბრებების" შედეგად გაყრილი " ნაც.მოძრაობის" ძველი სახეებია) ჩიორას მოთმინებისა და გამძლეობისაკენ მოუწოდებენ.ერთ - ერთი მომხმარებელი კი დაუფარავად წერს ჩიორას: - " რა მართალი ხარ ჩიორა, მაგრამ მე დიდი იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ამ არსების სახსენებელი გაქრება სამუდამოდ".
Chiora Taktakishvili 3 სთ.·
ეკა ბესელია - ამაზე დიდი სირცხვილი არ ახსოვს მრავალტანჯულ ქართულ პოლიტიკას. მომწონს · გააზიარეთ
636 9-ს მოსწონს
|