x
image
worldsport.ge
ვარლამ კილასონია “ტორპედოში” ითამაშებს

imageვარლამ კილასონია, რომელმაც საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე რუსთავის “მეტალურგში” ჩაატარა, კარიერას ქუთაისის “ტორპედო” გააგრძელებს.
ქუთაისელთა პრესსამსახურის ინფრომაციით, 22 წლის ცენტრალური მცველი თურქეთში შეკრებაზე მყოფ “ტორპედოს” უკვე შეუერთდა.
პირველ წრეში კილასონიამ, რომელიც კარიერას საყრდენ ნახევარმცველად იწყებდა, “მეტალურგში” 12 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ის საჯარიმო დარტყმებს კარგად ასრულებს.
5 თებერვალს “ტორპედო” ამხანაგურ შეხვედრას ტაშკენტის “ფახთაქორთან” ჩაატარებს.



ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0