x
image
მანჩო 777
შოკისმომგვრელი მოგზაურობა ვულკანის კრატერში
მეცნიერები სამართლიანად ითვლებიან ყველაზე ცნობისმოყვარე ადამიანებად მსოფლიოში - რათქმაუნდა, საუბარია არა "კაბინეტის მეცნიერებზე", არამედ მათზე, ვინც ცოდნის გაღრმავებისა და ახლის ძიებისათვის საკუთარ სიცოცხლეს აყენებენ რისკის ქვეშ. თუმცა ეს ყველაფერი მძაფრი განცდების და ადრენალინის გამოც ხდება.
ჯეფ მაკლი-სწორედ ასეთი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება. მან განახორციელა ჩასვლა მოქმედი ვულკანის კრატერის ცენტრში.


image


ამ სანახაობის ხილვისთანავე თქვენ ალბათ ჟიულ ვერნის მოთხრობა გაგახსენდათ:"მოგზაურობა დედამიწის ცენტრისაკენ". თუმცა აქ, წიგნისაგან განსხვავებით, სასტიკი სიცხე მძვინვარებს: დაახლოებით 1000 გრადუსი.

ჯეფ მაკლიმ განახორციელა ვულკან მარუმში ჩაშვება, რომელიც ახალ ზელანდიაში მდებარეობს.
თავის თანამზრახველებთან ერთად ის ვულკანის მწვერვალზე ოცდათვრამეტი დღე ელოდებოდა შესაფერის მომენტს, რომ შედარებით უსაფრთხო ყოფილიყო კრატერში ჩასვლა.



imageimage
ჯგუფის წევრებმა, რომელთაც ეს თავზეხელაღებული მანევრი უნდა განეხორციელებინათ, სპეციალური თერმოგამძლე ტანსაცმელი ჩაიცვეს. ამ ბალახონში გახვეული ჯეფი კრატერში ოთხასი მეტრის სიღრმეზე ჩაეშვა. ორმოცდახუთი წუთის განმავლობაში ეს უშიშარი და რისკიანი ადამიანი იმყოფებოდა კრატერის ცენტრში და სურათებს იღებდა.


imageimage
მეცნიერი ძალიან რისკავდა ამ საქციელით, რადგან ლავის ამოხეთქვას შეეძლო ის წამში ფერფლად ექცია, მაგრამ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა და ჯეფ მაკლი გახდა მსოფლიოში პირველი ადამიანი, ვინც იმოგზაურა მოქმედი ვულკანის კრატერში.


imageimageimageimage



8
78
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
78
  
2015, 7 მარტი, 20:36
კი, ეგეც მართალია ;)
2015, 7 მარტი, 20:03
მეცნიერი და ნორმალური გინახავს?:)
2015, 7 მარტი, 19:44
ნორმალური ადამიანი აქ ჩასვლას ვერ გაბედავდა
2015, 4 თებერვალი, 13:32
კიი ძალიან თან :)
2015, 4 თებერვალი, 13:29
მაგარი შებერტყილია, ხომ?
2015, 4 თებერვალი, 13:27
ცოტას ვერ ვიტყოდი :D
2015, 4 თებერვალი, 13:21
ყველა მეცნიერი ცოტათი გიჟია:)
2015, 4 თებერვალი, 13:18
გიჟია თუ ვინააა:D
0 1 8