x
image
worldsport.ge
“ფორტუნა” ტაბიძის ზამთარში დამატებას არ გეგმავს

image“საბურთალოს” მცველმა ჯიმი ტაბიძემ მეორე ბუნდესლიგის დიუსელდორფის “ფორტუნას” სპორტულ დიორექტორზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ გერმანელები ქართველის ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დამატებას არ გეგმავენ.
“ჯიმიმ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ავიყვანთ” – იუწყება ჰელმუტ შულტეს სიტყვებს ინტერნეტპორტალი derwesten.de.
18 წლის ტაბიძე, “ბრაუნშვაიგთან” 6:1 მოგებული ამხანაგური მატჩის შემდეგ, თავისი თამაშით კმაყოფილი დარჩა. ის გერმანიიდან თურქეთს მიაშურებს და პირველი ლიგის “საბურთალოს” შეკრებაზე შეუერთდება.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0