x
image
natia.a
რა კავშირია ლარის გაუფასურებასა და ფრანგულ ენას შორის: ორიგინალური ახსნა ლევან ღვინჯილიასგან
imageლარის გაუფასურების ორიგინალურ ახსნას გვთავაზობს ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე:


"~ დაემართა თუ არა ჩვენს ეროვნულ ვალუტას – "ლარს", არასაფინანსო ტერმინით რომ ვთქვათ, –"ინფლუენცია"?


~ და რატომ ბრძანა ბიძინა ივანიშვილმა ~ "ლარი ჯანმრთელადააო"?


~ საქმე ის გახლავთ, რომ "ლარი" თავის დროზე დაიბეჭდა საფრანგეთში (ფირმა "ობერტურში").



~ იმედია, ისიც მოგეხსენებათ, რომ ქართული ფულის ერთეულის სახელწოდება ("ლარი") მიღებულ იქნა თქვენი მონამორჩილის პროექტის საფუძვეზე, რაც დიდად მეამაყება და ამიტომაც "ლარის" ყოველ წამოკვნესებას მეც მტკივნეულად განვიცდი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი "ნათლული", განსაკუთრებით ამ ბოლო წლებში, ჯიბეს ვინ ჩივის, სათოფეზეც არ მეკარება.


~ საფრანგეთი იმიტომაც ვახსენე, რომ ფრანგულად "დო" ნიშნავს "ორს". ~ შესაბამისად, "ორი ლარი" ფრანგულად იქნება ~ "დო ლარი". ~ მე იმთავითვე ასე მქონდა "ჩაფიქრებული" ლარის კურსი, ეს კი მიკარნახა "შეკელის" იმდროინდელმა მიმართებამ "დოლართან" ( "ფულის ამბავი", ებრაელებზე უკეთ, დედამიწაზე არავინ რომ არ იცის, ეს საყოველთაოდ ცნობილია).


~ "შეკელი" და "დოლარი" მაშინ (90–იან წლებში) მხოლოდ კურსით იყო ერთმანეთთან მიბმული (2:1), ჩვენს შემთხვევაში კი ეს ურთიერთმიმართება, იმთავითვე, შინაარსობრივადაც ანუ ეტიმოლოგიურადაც გამოიხატა: "დოლარი" ნიშნავს (ფრანგულად) "ორ ლარს".


~ ისე, "იმის" საყვარელი სიტყვა რომ ვიხმარო, რა "მაგარი" იქნებოდა, ამერიკელებს ჩემგან რომ წაეღოთ თავიანთი ვალუტის დასახელება, მაგრამ ეს ორი მოვლენა დროში აცდა ერთმანეთს.


~ ანუ, როგორც არქიფო სეთური იტყოდა, "უკუღმაა, ასინეთა, ეს... უკუღმა" ...


~ თუ დროის ფაქტორს გამოვრიცხავთ, საგანგაშოც არაფერია ~ " დოლარი" = "2 ლარს"." - წერს ბ-ნი ლევან ღვინჯილია.

0
209
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0