საზოგადოება ყველაზე ბრიყვული სიკვდილის შემთხვევები 2015, 29 იანვარი, 15:08 არსებობს საყოველთაოდ გავრცელებული სიკვდილის შემთხვევები, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვესმის, მაგრამ სიკვდილიც არის და სიკვდილიც.გთავაზობთ რამდენიმე საოცარ, ბრიყვული გარდაცვალების შემთხვევას.
ბედის ირონია:სახელგანთქმულმა ფრანგმა ალპინისტმა ჟერარ ომელმა 6-ჯერ დალაშქრა ევერესტი. სახლში ნათურის გამოცვლის დროს კი კიბიდან გადმოვარდა და ადგილზე მოკვდა. ეჭვიანობის მსხვერპლი:უსაფუძლო ეჭვებით შეპყრობილმა ვერა ჩერვაკმა პრაღიდან, ქმარს გამოსამშვიდობებელი წერილი დაუტოვა, სადაც მის სიკვდილში ქმარს ადანაშაულებდა, შემდეგ გამოაღო ფანჯარა და მესამე სართულიდან გადახტა. იგი პირდაპირ სამუშაოდან მომავალ ქმარს დაეცა.თვითონ გადარჩა, ქმარი კი დაიღუპა. წუწურაქობის მწვერვალი:ამიგდალია ავია საკუთარ სახლში იპოვეს მკვდარი კუნძულ ევიაზე-საბერძნეთი.ექსპერტიზის დასკვნა:შიმშილით სიკვდილი იყო.საზოგადოების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა აღმოჩნდა, რომ მიცვალებულის ანგარიშზე 330 ათასი ფუნტი და 150 ოქროს მონეტა ინახებოდა ბანკში. ჭირვეული მეზობლები:იტალიელი პენსიონერი, არმანდო პირელი დიდხანს და გაუთავებლად ეკამათებოდა მეზობელს ეზოში მდგარ პალმის ხის ქვეშ, ვინ დაიკავებდა სკამზე ადგილს."გამარჯვებული"ჩამოჯდა პალმის ჩრდილქვეშ...მოულოდნელად ტოტი მოტყდა და იგი ადგილზე მოკლა. შიშის ფაქტორი:ნიუ-იორკელი ჯულია კარსონი გულის შეტევით გარდაიცვალა(ასე ჩათვალეს ექიმებმა), როდესაც მას ბალზამირება დაუპირეს, იგი მოულოდნელად წამოხტა...შიშისგან მის ქალიშვილს გული გაუსკდა და ადგილზე გარდაიცვალა. ცნობისმოყვარეები:50 ადამიანი ადევნებდა თვალს თვითმკვლელ გოგონას, რომელიც ხიდის მოაჯირზე იდგა ვიეტნამის ქალაქ ჰოშიმინში.ხიდი მოულოდნელად ჩაინგრა, 9ადამიანი დაიღუპა, დანარჩენები გადაარჩინეს, მათ შორის ის გოგონაც. აზარტი-17 წლის ტანმოვარჯიშე გოგონა სახლში იატაკზე სალტოებს აკეთებდა, ხან დივანზე გადაგორდებოდა.ისე გაერთო ვარჯიშით, რომ მე-6 სართულიდან გადაფრინდა.... ინსტიქტი:ცირკის ლილიპუტი მსახიობი სახელად- იდ ტაილანდიდან ბატუტზე ხტუნაობდა, მოუხერხებელი დახტომის შემდეგ იგი გვერდზე გადაფრინდა და პირდაპირ თავის გამოსვლის მომლოდინე ჰიპოპოტამს ჩაუვარდა პირში.ცხოველმა მომენტალურად დახურა პირი. ათეისტობას ინატრებ:ჰონგ-კონში 65 წლის ჩაი-ვან ფონგი გულმხურვალედ ლოცულობდა და ღმერთს მადლობას სწირავდა იმისთვის, რომ მისი რძალი ავტოავარიაში მოყოლისას გადარჩა.მაღლივი კორპუსიდან ცემენტის ტომარა გადმოვარდა და შუა ლოცვაში მყოფს ზედ დაეცა.იგი ადგილზევე გარდაიცვალა. დაზღვევა უნდოდა-მამაკაცი მანქანის ქვეშ მოყვა, მაგრამ გადარჩა..მაგრამ მამაკაცს უეცრად "გენიალური" აზრი მოუვიდა, დაზღვევის მიღების მიზნით ისევ მანქანის ქვეშ ჩახტა და დაზარალებულად მოაჩვენა თავი..თუმცა ამ დროს მანქანა დაიძრა და მამაკაცი ადგილზე მოკლა. კოკა კოლა უნდოდა-1994 წელს მამაკაცს უფასოდ უნდოდა ავტომატიდად კოკა-კოლის აღება.იგი ისეთი ჩაეჭიდა ბოთლს და ქაჩავდა, რომ საბოლოოდ ავტომატი გადმოვარდა, მამაკაცს ზედ დაეცა და ადგილზე მოკლა. 378 6-ს მოსწონს
|